აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკის ეროვნული გმირების პარკის გახსნის ბრძანებულებას ხელი მოაწერა, სადაც განთავსდება გამორჩეული სპორტსმენების, პოლიტიკოსების, ბიზნესმენებისა და მხატვრების ქანდაკებები. დოკუმენტის ტექსტი თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. პარკში განსათავსებელი ისტორიული პიროვნებების მონუმენტებს შორის იქნება “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ლეგენდა, კობი ბრაიანტი, Apple-ის დამფუძნებელი სტივ ჯობსი, NASA-ს ასტრონავტი ნილ არმსტრონგი, პირველი ქალი ავიატორი ამელია ერჰარტი, ათლეტი ჯესი […]