დავით ნინიაშვილი და ბექა გიგაშვილი Actu.fr-ის ვერსიით Top 14-ის სეზონის გუნდში მოხვდნენ
ფრანგულმა გამოცემამ – Actu.fr-მა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის 2022-2023 წლების სეზონის სიმბოლური თხუთმეტეული დაასახელა, სადაც ორი ქართველი მორაგბე – დავით ნინიაშვილი (ლიონი) და ბექა გიგაშვილი (ტულონი), მოხვდა. ,,დავით ნინიაშვილი – ის 2021-2022 წლების სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა იყო. ამ სეზონში, ტრავმის მიღებამდე, დავით ნინიაშვილმა სულ რაღაც 12 თამაშში 7 ლელო დადო. ქართველ მორაგბეს ნათელი მომავალი ელის. […]
ამ უიქენდზე ‘გლაზგოს’, ‘ტულონის’, ‘ლენსთერისა’ და ‘ლა როშელის’ სარაგბო კლუბების მაისურებში გამოწყობილმა გულშემატკივრებმა დუბლინი გადააჭრელეს. ოფიციალური მონაცემებით, 12 ქვეყნიდან ირლანდიაში რაგბის 50 ათასზე მეტი გულშემატკივარი ჩავიდა ჩელენჯ თასისა და ჩემპიონთა თასის ფინალებზე დასასწრებად. მათ შორის საქართველოს რაგბის კავშირის ადმინისტრაციიდანაც იყვნენ, – ისინი ამ ტურნირების ორგანიზატორებმა, – ევროპის პროფესიული კლუბების რაგბიმ (EPCR) მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე მიიწვია. […]
ჩელენჯ თასი | გიგაშვილი ჩემპიონია! ქართული რაგბი ტურნირს უახლოვდება!
ბორჯღალოსანი ბექა გიგაშვილი ევროპის ჩელენჯ თასის ჩემპიონია! მისმა ‘ტულონმა’ ფინალში ‘გლაზგო უორიორსი’ „ავივა სთედიუმზე“ 43:19 დაამარცხა. ჩელენჯ თასი მეორე დონის საკლუბო ევროტურნირია ჩემპიონთა თასის შემდეგ. ევროპის პროფესიული კლუბების რაგბი (EPCR) მათ 1996 წლიდან ატარებს. ჩელენჯ თასზე საფრანგეთის ტოპ 14-ის, ინგლისის პრემიერშიფის, ასევე „იუნაიტედ რაგბი ჩემპიონშიფიდან“ ირლანდიის, უელსის, შოტლანდიის, იტალიისა და სამხრეთ აფრიკის გუნდები თამაშობენ. წელს […]
ბექა გიგაშვილი ჩელენჯ თასის გამარჯვებულია
ევროპის ჩელენჯ ქაფის ფინალურ შეხვედრაში “გლაზგო უორიორსისა” და “ტულონის” დაპირისპირპირება შედგა. დუბლინში გამართული მატჩი ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. 19:43 – ასეთი იყო მატჩის საბოლოო ანგარიში. შეხვედრა “ტულონის” უდიდესი უპირატესობით მიმდინარეობდა. ფრანგები მეტოქეს პირველ ტაიმში უკვე 21:00-ს ამარცხებდნენ. საწყის 40 წუთში “ტულონის” რიგებიდან თავი სერჯიო პარისემ ერთი და ბატისტ სერენმა ორი ლელოთი გამოიჩინეს. აღსანიშნავია, რომ ფრანგი […]
ევროპის ჩელენჯ ქაფის 1/2-ფინალურ შეხვედრაში, “ტულონისა” და “ბენეტონის” დაპირისპირპირება შედგა. ტულონში გამარტული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 23:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მატჩის მე-6 წუთიდან “ტულონი” კაცნაკლული დარჩა – მთავარმა არბიტრმა უხეში ბოჭვის გამო, გუნდის კაპიტანი – შარლ ოლივონი გააძევა. “ტულონის” გამარჯვებაში ლომის წილი ბექა გიგაშვილმა დაიდო, რომელიც 1/2-ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ქართველმა ბურჯმა პირველ ტაიმში ლელოს […]
ბექა გიგაშვილი ტოპ 14-ის ტურის სიმბოლურში დასახელდა
საფრანგეთის ელიტური საკლუბო სარაგბო ჩემპიონატის მე-16 ტურის შეხვედრაში, „ტულონისა“ და „პოს“ დაპირისპირება შედგა. დაძაბული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 27:16 დასრულდა. „ტულონის“ გამარჯვებაში ლომის წილი ბექა გიგაშილმა დაიდო. ქართველი ბურჯი მატჩის განმავლობაში ერთ-ერთი გამორჩეული გახდლათ და სრულაიდ დამსახურებით, ტოპ 14-ის მე-16 ტურის სიმბოლურ გუნდში დასახელდა.
ლეგიონერები | საახალწლო ლელოები ტოპ 14-იდან
ახალი წლების წინა და მომდევნო დღეეებში ტოპ 14-ში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა და როგორც მე-14, ასევე მე-15 ტურში, ლელოებით თავი ქართველმა პირველხაზელებმა გამოიჩინეს. ტოპ 14. მე-14 ტური 30 დეკემბერს ‘ბორდომ’ ‘მონპელიეს’ უმასპინძლა და ბონუსით, 40:10 დაამარცხა. ჟირონდელთა რიგებში პირველიდან 57-ე წუთამდე ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა. სტუმართა განაცხადში იყო, მაგრამ თამაშმა არ მოუწია გელა აფრასიძეს. წინასაახალწლოდ, 31 […]
ქართული დაპირისპირება ტოპ 14-ში და ამაშუკელის მორიგი აღიარება
საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-12 ტურის შეხვედრაში, “ტულონისა” და “რასინგ 92”-ის დაპირისპირება შედგა. პრინციპული მატჩი, “ტულონის” მარცხით, 14:31 დასრულდა. რაგბის ქართველი გულშემატკივრისათვის, აღნიშნული მატჩი საკმაოდ დიდ დატვირთვას ატარებდა, რადგან ერთმანეთის წინააღმდეგ ქართველი მორაგბეები აღმოჩნდნენ – მატჩის მთავარ არბიტრად კი ნიკა ამაშუკელი გახდლათ დანიშნული. “ტულონის” ძირითად შემადგენლობაში ბექა გიგაშვილმა იასპარეზა – მისი ვიზავი კი გურამ გოგიჩაშვილი აღმოჩნდა, […]
ლეგიონერები | ორი ლელო და სამნი სიმბოლურში
კარდიფში უელსთან მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ბორჯღალოსანი ლეგიონერები თავ-თავიანთ კლუბებს დაუბრუნდნენ. ტოპ 14-ის მე-11 ტურში ლელო ორმა ჩვენებურმა გაიტანა – ბექა გიგაშვილმა და დავით ნინიაშვილმა, პოპულარულმა ფრანგულმა გამოცემა Midi Olympique-მ კი, გიგაშვილთან და ნინიაშვილთან ერთად, ტურის სიმბოლურ გუნდში ბექა გორგაძეც შეიყვანა. ‘ტულონი’ ‘სტად ფრანსეს’ პარიზში ეწვია და პირველი ტაიმის შემდეგ 0:9 ჩამორჩა. ბექა გიგაშვილმა, რომელიც […]
ნინიაშვილის, გორგაძისა და გიგაშვილის მორიგი აღიარება
საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-11 ტურის დასრულების შემდეგ, Midi Olympique-მ ტურის სიმბოლური გუნდი გამოქვეყნა, რომელშიც სამი ქართველი მორაგბე მოხვდა. ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ბექა გორგაძე, ბექა გიგაშვილი და დავით ნინიაშვილი სრულიად დამსახურებულად მოხვდნენ მე-11 ტურის სიმბოლურ გუნდში – გორგაძემ “პოს” უკაპიტნა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა – გიგაშვილმა და ნინიაშვილმა კი ლელოს დადება მოახერხეს და საკუთარი […]
ლეგიონერები | ლობჟანიძე სანაკრებო შეკრებაზე ლელოთი მოდის
ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონში ‘ბრივის’ ქართველმა ლეგიონერმა ვასილ ლობჟანიძემ მეორე ლელო გაიტანა. მისმა გუნდმა მე-9 ტურში ‘რასინგ 92’-ს უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეზე ერთით მეტი – 5 ლელო გაიტანა 38:43 დამარცხდა. ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო, 56-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა 12 წუთში მოედანზე მოუწია დაბრუნება. 34-ე წუთზე, ხელდახელ სწრაფი შეტევისას მან რაქიდან გამოვარდნილი ბურთი აიტაცა, […]
ლეგიონერები | ხუთი ლელო საფრანგეთის მე-6 ტურში
საფრანგეთის ტოპ 14-ისა და პრო დე2-ის მე-6 ტური წარმატებული აღმოჩნდა ქართველი ლეგიონერებისთვის. გასულ კვირაში ოთხმა მათგანმა ჯამში 5 ლელო გაიტანა. ტოპ 14-ის მე-6 ტურში ‘სტად ფრანსემ’ ‘პერპინიანი’ მიიღო, 8 ლელო გაუტანა და ბონუსით დაამარცხა – 52:3. გიორგი მელიქიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-19 წუთამდე დუბლი შეასრულა. მე-10 წუთზე ის რამდენჯერმე მიეძალა მეტოქის დაცვას, ბოლოს კარის […]