ბექა ლომთაძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის 61 კგ წონითი კატეგორიის მეოთხედფინალში ბექა ლომთაძემ იაპონელი კაზუია კოიანაგი აშკარა უპირატესობით 11-1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა სადაც რუს ჰაჯიმურად რაშიდოვს დაუპირისპირდება. სულ მალე ხალიჩაზე გენო პეტრიაშვილი და ავთანდილ კენჭაძემ გამოვლენ.
პეტრიაშვილი და კენჭაძე მეოთხედფინალში გავიდნენ!
ბუდაპეშტში მიმდინარე თავისუფალ მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე 125 კგ წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილმა უნგრელი დანიელ ლიგეტი დიდი უპირატესობით 11-1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა სადაც რუს ანზორ ხიზრიევს დაუპირისპირდება. 74 კგ წონით კატეგორიაში ავთანდილ კენჭაძემ პოლონელი პიოტრ სოკალსკი აშკარა უპირატესობით 12-2 დაამარცხა და მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ აბუბაკრ აბაკაროვსა და მონღოლ მანდახნარან განზორიგს შორის გამარჯვებულს დაუპირსპირდება. შეგახსენებთ რომ უკვე […]
ბექა ლომთაძე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია!
ბუდაპეშტში სტარტი აიღო თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატმა. პირველ დღეს ასპარეზობაში 4 ქართველი ფალავანი ჩაება. 61 კგ წონით კატეგორიაში ბექა ლომთაძემ მერვედფინალში სენეგალელი ადამა დიატა 6-0 დაამარცხა და მეოთხედფინალში იაპონელ კაზუია კოიანაგის დაუპირისპირდება. 86 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობას უკვე გამოეთიშა სანდრო ამინაშვილი, საწყის ეტაპზე მან კოლუმბიელი მეტოქე მარტივად დაამარცხა, თუმცა შემდეგ პოლონელ ზბიგნევ ბარანოვსკისთან ვერაფერს გახდა […]