,,ნიუკასლ ჯეთსის” თავდამსხმელმა, ბექა მიქელთაძემ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩამოსვლის გამო, ,,ბარსელონას” წინააღმდეგ თამაშზე უარი თქვა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. ქართველი ფეხბურთელი ავსტრალიის A ლიგის სიმბოლურ გუნდში მოხვდა, რომელიც 25 მაისს სიდნეიში კატალონიურ გრანდს უნდა შეხვდეს. ,,ბარსელონასთან არ ვითამაშებ, რადგან ნაკრებში გამომიძახეს. ჩემთვის მთავარია, დროულად ჩამოვიდე და კარგად მოვემზადო. ახლა თვითმფრინავში ვარ და საქართველოში მოვფრინავ,” – […]