რუსეთის ჩემპიონატს კიდევ 2 ქართველი ფეხბურთელი ტოვებს
მას შემდეგ, რაც FIFA-მ რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერებს თავიანთ კლუბებთან კონტრაქტის გაწყვეტის და ფინანსური ვალდებულების გარეშე ამ ქვეყნის დატოვების ნება დართო, ქართველი ფეხბურთელები რუსეთის ჩემპიონატს ეტაპობრივად ტოვებენ. 9 მარტს გავავრცელეთ ცნობა, რომ რუსეთს “ურალის” ფეხბურთელები, ლუკა გაგნიძე და ლუკა წულუკიძე ტოვებდნენ, ახლა კი ცნობილი ხდება, რომ საქართველოში კიდევ ორი ლეგიონერი, ვოლგოგრადის “როტორის” ფეხბურთელები, ილია ბერიაშვილი და […]
რუსეთის ჩემპიონატი ოთხმა ქართველმა ფეხბურთელმა დატოვა
ლუკა გაგნიძე, ლუკა წულიკიძე, ბექა ქავთარაძე, ილია ბერიშვილი – ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც ამიერიდან რუსეთის ჩემპიონატში აღარ ითამაშებენ. ქართველებმა აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო მიიღეს. როგორც ცნობილია, ახლა ისინი ევროპაში იჯარის წესით გადავლენ, აგენტები კი იმაზე იმუშავებენ, რომ რუსეთში დაბრუნება არც ერთ მათგანს აღარ მოუწიოს. შეგახსენებთ, რომ ლუკა გაგნიძე “ურალში” თამაშობდა. ის “დინამო […]
14-21 თებერვალს საქართველოს წყალბურთის ნაკრები ოლიმპიადის შესარჩევზე იასპარეზებს
14-21 თებერვალს, ნიდერლანდების ქალაქი როტერდამი, ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირს უმასპინძლებს. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები უმნიშვნელოვანეს საკვალიფიკაციო ეტაპზე სწორედ 14 თებერვლიდან ჩაერთვება და ტოკიოს ოლიმპიადაზე მოსახვედრად იბრძოლებს. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადის შესარჩევზე საქართველოს წყალბურთის ნაკრები A-ჯგუფში, საკმაოდ ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ იასპარეზებს. პლეი-ოფის საგზურს ჯგუფის საუკეთესო ოთხეული მოიპოვებს. A-ჯგუფი: საქართველო, თურქეთი, კანადა, საბერძნეთი, მონტენეგრო, ბრაზილია საქართველოს წყალბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, […]
მოლდოვის ნაკრების მცველი – საბურთალომ ორი ლეგიონერი დაიმატა
საქართველოს 2018 წლის ჩემპიონი საბურთალო ახალი სეზონისთვის მზადებას აქტიურად განაგრძობს. გუნდმა კიდევ ორი ახალწვეული დაიმატა, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ორივე მათგანი ლეგიონერია. თბილისურ კლუბს ორი მოლდოველი ფეხბურთელი: ცენტრალური მცველი, მოლდოვის ნაკრების 26 წლის მოთამაშე, ვიქტორ მუდრაკი და 23 წლის ნახევარმცველი დმიტრი მანდრიჩენკო შეემატა, რომელსაც ქვეყნის ახალგაზრდულ გუნდშიც უთამაშია. მუდრაკს სხვადასხვა დროს “დაჩიას”, “ალაშკერტისა” და […]
ეროვნული ლიგა: XVIII ტურის სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი დასრულდა. იქამდე, ვიდრე სრულიად სეზონს შევაჯამებდეთ, მოდით უშუალოდ მე-18 ტური განვიხილოთ, რომელშიც რამდენიმე საინტერესო მატჩი გაიმართა და მთავარი სატურნირო ინტრიგებიც სწორედ ბოლო სათამაშო კვირაში გაირკვა. ტურის ხუთივე შეხვედრა პარასკევს, 10 დეკემბერს გაიმართა. სათამაშო დღე “საბურთალოსა” და “სამტრედიას” დაპირისპირებით გაიხსნა, რომელიც თბილისში შედგა და სადაც მასპინძლებმა – 2:1 იმარჯვეს. შედეგად, […]
ეროვნული ლიგა: X ტურის სიმბოლური გუნდი
ეროვნულ ლიგაში მეათე ტურის შეხვედრები დასრულდა და საქართველოს ჩემპიონატმა თითქმის ერთთვიანი პაუზაა აიღო. ზაფხული პირველ პოზიციაზე “დინამო ბათუმმა” დაასრულა, რომელმაც ბოლო შეხვედრა თბილისში, “მერანს” – 2:1 მოუგო. აჭარელთა ლიდერობაში წვლილი მათმა უშუალო კონკურენტმაც შეიტანა – “დინამო თბილისმა” ქულები კახეთში, “თელავთან” დაკარგა – 0:0. კიდევ ერთი უგოლო ფრე ითამაშა კიდევ ერთმა თბილისურმა კლუბმა – “ლოკომოტივმა” სამტრედიიდან ქულა წამოიღო. […]
ეროვნული ლიგა: VII ტურის სიმბოლური გუნდი
ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში, სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა საჩხერის “ჩიხურამ”, რომელმაც თბილისის “მერანს” – 3:0 აჯობა და ამ უკანასკნელს ერთადერთი მოუგებელი გუნდის სტატუსი გადააბარა. მცირე მოუგებელი სერია დაასრულა “დინამო თბილისმაც”, რომელმაც “სამტრედიას” სტუმრად, 4 უპასუხო გოლი გაუტანა. სეზონში ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება შეძლო “საბურთალომ” – თბილისურმა კლუბმა ქუთაისში, “ტორპედოს” კარი 4-ჯერ აიღო. ელიგის დებიუტანტი “თელავი” […]