საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მაისის თვის სიმბოლურ გუნდში ორი ქართველი მორაგბე – ბექა საღინაძე (ლიონი) და ბექა გორგაძე (პო) მოხვდნენ. საღინაძის ,,ლიონმა” მაისში Top 14-ში ჩატარებული 3 შეხვედრიდან 2 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა, ბექამ კი ორი ლელოს დადება შეძლო. გორგაძის ,,პომ” სამი მატჩიდან 2 მოიგო და 1 წააგო, ბექას ანგარიშზე, რომელიც 24-ე ტურის სიმბოლურ გუნდშიც […]
ლეგიონერები | ტოპ 14-ისა და პრო დე2-ის მეექვსე ტური
საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონებში გასულ კვირაში მეექვსე ტურის შეხვედრები გაიმართა და მასში ქართველმა ლეგიონერებმა მრავლად მიიღეს მონაწილეობა. ტოპ 14 ტოპ 14-ის მეექვსე ტურში “ლიონი” “ბიარიცს” ეწვია და ბონუსით, 40:5 დაამარცხა. გამარჯვებულთა ძირითადში იყო ბექა საღინაძე. ის მე-66 წუთზე შეცვალეს, თუმცა დასკვნით წუთებში კვლავ მოედანზე დააბრუნეს. მასპინძელთა ძირითადში იყო ლუკა აზარიაშვილი და 51-ე წუთზე მის ნაცვლად თამაშში […]
ლეგიონერები | ხუთი ლელო საფრანგეთის მე-6 ტურში
საფრანგეთის ტოპ 14-ისა და პრო დე2-ის მე-6 ტური წარმატებული აღმოჩნდა ქართველი ლეგიონერებისთვის. გასულ კვირაში ოთხმა მათგანმა ჯამში 5 ლელო გაიტანა. ტოპ 14-ის მე-6 ტურში ‘სტად ფრანსემ’ ‘პერპინიანი’ მიიღო, 8 ლელო გაუტანა და ბონუსით დაამარცხა – 52:3. გიორგი მელიქიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-19 წუთამდე დუბლი შეასრულა. მე-10 წუთზე ის რამდენჯერმე მიეძალა მეტოქის დაცვას, ბოლოს კარის […]
საღინაძის ლელო და დამარცხებული ლიდერი | VIDEO
საფრანგეთის ტოპ-14-ის მე-7 ტურის შეხვედრაში, “ლიონი” “ტულუზას” დაუპირისპირდა. ლიონში გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 25:19 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ განვლილ 6 ტურში “ტულუზამ” 6 გამარჯვება მოიპოვა. არაერთი მიმომხილველის აზრით, “ლიონი” “ტულუზას” დაპირისპირებაში, ფავორიტის სტატუსით დაუმარცხებლად მოასპარეზე სტუმრები სარგებლობდნენ – თუმცა “ლიონმა” მედგარ ბრძოლაში გაიმარჯვა. “ლიონის” გამარჯვებაში ლომის წვლილი ბექა საღინაძემ დაიდო, რომელმაც მე-15 წუთზე, მასპინძელთა მრავალფაზიანი […]
ლეგიონერები | ლობჟანიძე სანაკრებო შეკრებაზე ლელოთი მოდის
ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონში ‘ბრივის’ ქართველმა ლეგიონერმა ვასილ ლობჟანიძემ მეორე ლელო გაიტანა. მისმა გუნდმა მე-9 ტურში ‘რასინგ 92’-ს უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეზე ერთით მეტი – 5 ლელო გაიტანა 38:43 დამარცხდა. ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო, 56-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა 12 წუთში მოედანზე მოუწია დაბრუნება. 34-ე წუთზე, ხელდახელ სწრაფი შეტევისას მან რაქიდან გამოვარდნილი ბურთი აიტაცა, […]
ტოპ 14 | საღინაძემ ლიდერს გაუტანა
ბორჯღალოსანთა მესამეხაზელმა ბექა საღინაძემ საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ში პირველი ლელო გაიტანა. ის “ლიონს” ზაფხულში პრო დე2-ის “ორიაკიდან” შეუერთდა და კლუბის კვართით პირველი ლელო საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბს და მიმდინარე გათამაშების ლიდერს გაუტანა. “ტულუზი” “ლიონს” ექვსიდან ექვსი მოგებით ეწვია. საღინაძე მასპინძელთა ძირითადში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს. მე-15 წუთზე ის მარჯვენა ფრთიდან ჩაერთო შეტევაში, […]
ბორჯღალოსნები | ღია ვარჯიში და კომენტარები
ნოემბრის ტესტ-მატჩების დაწყებამდე სამი დღით ადრე, ბორჯღალოსნებმა „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე გულშემატკივრებისთვის ტრადიციული ღია ვარჯიში გამართეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. საქართველო პირველ თამაშს 6 ნოემბერს, 18 საათზე, „დინამო არენაზე“ ურუგვაის წინააღმდეგ გამართავს, 12-ში სამოას უმასპინძლებს, ხოლო 19-ში კარდიფში უელსს ერკინება. „მაღალი ინტენსივობის ძალიან კარგი ვარჯიში გვქონდა. ვფიქრობ, უკვე შევთამაშდით და ნოემბრის ტესტებს მომზადებულები ვხვდებით. მიზანი რა […]
საღინაძის ლელო ფიჯის წინააღმდეგ (ვიდეო)
ლეგიონერები | საღინაძის და ნინიაშვილის ქართული აქცენტი
ორმა ახალგაზრდა ბორჯღალოსანმა – ბექა საღინაძემ და დავით ნინიაშვილმა ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონი საოცრად დაიწყეს. მიუხედავად ასაკისა და დებიუტანტობისა, ისინი უმოკლეს დროში იქცნენ “ლიონის” ნაწილად. ეს არ გამორჩენია პოპულარულ ფრანგულ სარაგბო გამოცემა rugbyrama-ს, რომელიც ქართველ ლეგიონერებს “ლიონის” მომავლად მიიჩნევს: “ბექა საღინაძე და დავით ნინიაშვილი “ლიონს” ზაფხულში შეუერთდნენ და მაშინ ვერც კი იფიქრებდნენ, რომ ამდენი სათამაშო დრო […]
“ფენომენალური მოთამაშეა” – ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა ნინიაშვილზე
28 ნოემბერს, საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-11 ტურის უპრინციპულესი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც “ლიონი” ჩემპიონატის მოქმედ ლიდერს – “ტულუზას” დაუპირისპირდა. პრინციპული ბრძოლა, მასპინძელთა გამარჯვებით, 21:14 დასრულდა. “ლიონის” ძირითად შემადგნელობა ბექა საღინაძემ და დავით ნინიაშვილმა იასპარეზეს – ორივე ქართველმა მოედანზე ბრწყინვალე შთაბეჭდილება მოახდინა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. განსაკუთრებით აღსანიშნავია დავით ნინიაშვილის გარჯა, რომელმაც 47-ე წუთზე, […]