საღინაძის ლელო და დამარცხებული ლიდერი | VIDEO
საფრანგეთის ტოპ-14-ის მე-7 ტურის შეხვედრაში, “ლიონი” “ტულუზას” დაუპირისპირდა. ლიონში გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 25:19 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ განვლილ 6 ტურში “ტულუზამ” 6 გამარჯვება მოიპოვა. არაერთი მიმომხილველის აზრით, “ლიონი” “ტულუზას” დაპირისპირებაში, ფავორიტის სტატუსით დაუმარცხებლად მოასპარეზე სტუმრები სარგებლობდნენ – თუმცა “ლიონმა” მედგარ ბრძოლაში გაიმარჯვა. “ლიონის” გამარჯვებაში ლომის წვლილი ბექა საღინაძემ დაიდო, რომელმაც მე-15 წუთზე, მასპინძელთა მრავალფაზიანი […]
ბექა საღინაძის შესანიშნავი ლელო (ვიდეო)
პრო დ2-ის 27-ე ტურის შეხვედრაში, “ორიაკი” “ანგულემს” დაუპირისპირდა. დაძაბული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 33:21 დასრულდა. მატჩის 74-ე წუთზე, “ორიაკისა” და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მესამეხაზელმა ბექა საღინაძემ მოწინააღმდეგეს შესანიშნავი ლელო დაუდო. შეგახსენებთ, ბექა საღინაძე კარიერას Top 14-ის გუნდ, “ლიონში” გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა მორაგბემ ფრანგულ გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ლიონის გასაოცარი ლელო ბრივის წინააღმდეგ | VIDEO
საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-12 ტურის შეხვედრაში, “ლიონი” ქართველების “ბრივს” დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 41:0 დასრულდა. აღნიშნული დაპირისპირება ტოპ 14-ის ქართველი გულშემატკივრისათვის განსაკუთრებულ ინტერესს ატარებდა – მატჩში ექვსმა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა. “ლიონის” ძირითად შემადგენლობაში იასპარეზა ბექა საღინაძემ, რომელმაც კვლავ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და პირად აქტივში კიდევ ერთი ლელო ჩაიწერა. “ბრივის” ძირითად შემადგენლობაში ოთხი ქართველი მორაგბე […]
დავით ნინიაშვილი გლოსტერთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ,,ლიონმა” ,,გლოსტერს” უმასპინძლა და 19:13 დაამარცხა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე, დავით ნინიაშვილი დასახელდა. ნინიაშვილის გარდა გუშინდელ მატჩში კიდევ ორმა ქართველმა ითამაშა – ,,ლიონის” შემადგენლობაში ბექა საღინაძემ, ,,გლოსტერის” შემადგენლობაში კი – გიორგი კვესელაძემ. ,,ლიონი” ჩელენჯ ქაფის მომავალ შეხვედრას 17 დეკემბერს, ,,დრაგონსის” წინააღმდეგ გამართავს, ,,გლოსტერი” კი ,,ბენეტონს” დაუპირისპირდება.
საღინაძის მეორე ლელო ფიჯის წინააღმდეგ (ვიდეო)
საღინაძის ლელო ფიჯის წინააღმდეგ (ვიდეო)
ერთა თასზე წარმატებული ბოჭვების რაოდენობით ორი ქართველი მორაგბე ლიდერებშია
დასრულდა შემოდგომის ერთა თასი, სადაც საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბოლო, მე-8 ადგილი დაიკავა. “ბორჯღალოსნებმა” ტურნირი ფიჯისთან წაგებით, 24:38 დაასრულეს. რვა ერის ოფიციალურმა გვერდმა საკმაოდ საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა. წარმატებული ბოჭვების რაოდენობით საუკეთესო 3 მორაგბეს შორის 2 ქართველია. ტურნირზე ყველაზე მეტი რაოდენობის ზუსტი ბოჭვა ბექა საღინაძემ შეასრულა – 59. შემდეგ მოდის ინგლისელი ბილი ვუნიპოლა – 57, ხოლო მესამე […]
ბექა საღინაძემ ლიონთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წლის მესამე ხაზელი (,,ფლანკერი”) – ბექა საღინაძე კარიერას Top 14-ის გუნდ ,,ლიონში” გააგრძელებს. ინფორმაციას leprogres-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქართველმა მორაგბემ ფრანგულ გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. საღინაძე 2018 წლიდან Pro D2-ის გუნდში, ,,ორიაკში” თამაშობდა. მიმდინარე სეზონში ბექამ საფრანგეთის მეორე ლიგაში 21 მატჩი ჩაატარა.
გამოავლინე 2020 წლის საუკეთესო ქართველი მორაგბე
2020 წლის საუკეთესო ქართველი მორაგბის ტიტულისათვის 5 “ბორჯღალოსანი” იბრძვის. (ბექა საღინაძე, ბექა გორგაძე, მერაბ შარიქაძე, გიორგი კვესელაძე, აკაკი ტაბუცაძე) საუკეთესო ქართველი მორაგბის გამოსავლენად, ხმის მიცემა საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა შესაძლებელი. ხმის მიცემა შესაძლებელია 24 საათში ერთხელ. ხმის მიცემა სრულდება 2020 წლის 31 დეკემბერს შუადღის 12 საათზე. რჩეული მორაგბისათვის ხმის მისაცემად გადადით ბმულზე. 2020 წელი […]
ლეგიონერები | საღინაძის და ნინიაშვილის ქართული აქცენტი
ორმა ახალგაზრდა ბორჯღალოსანმა – ბექა საღინაძემ და დავით ნინიაშვილმა ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონი საოცრად დაიწყეს. მიუხედავად ასაკისა და დებიუტანტობისა, ისინი უმოკლეს დროში იქცნენ “ლიონის” ნაწილად. ეს არ გამორჩენია პოპულარულ ფრანგულ სარაგბო გამოცემა rugbyrama-ს, რომელიც ქართველ ლეგიონერებს “ლიონის” მომავლად მიიჩნევს: “ბექა საღინაძე და დავით ნინიაშვილი “ლიონს” ზაფხულში შეუერთდნენ და მაშინ ვერც კი იფიქრებდნენ, რომ ამდენი სათამაშო დრო […]
ლეგიონერები | ქართული ლელოები ორიაკისთვის
პრო დე2-ის 27-ე ტურში ორი ქართული ლელო გავიდა. ბექა საღინაძემ და გიორგი ჯავახიამ “ორიაკს” 5-5 ქულა შესძინეს და უმნიშვნელოვანეს მატჩში 33:21 მოაგებინეს. ტოპ 14-ის 21-ე ტურში მხოლოდ სამი თამაში გაიმართა, ოთხი კი გადაიდო. “ბეიონი” “პოს” ეწვია, დაძაბულ ბრძოლაში 33:43 დამარცხდა და მეტოქეს სატურნირო ცხრილში დაწევის შესაძლებლობა მისცა. სტუმართა რიგებში სრულად ითამაშა მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ. პრო […]