PRO D2-ის მე-7 ტური და ქართული ლეგიონი
გუშინ, 4 ოქტომბერს PRO D2-ის მე-7 ტური “ბეზიესა” და “ოიონაქსის” მატჩით გაიხსნა, სადაც მასპინძლებმა 24:19 გაიმარჯვეს. სტუმართა ძირითად შემადგელობაში ითამაშა ქართველმა მარჯვენა ბურჯმა ირაკლი მირცხულავამ, რომელიც მატჩის 58-ე წუთზე შეცვალეს. დღეს, 5 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:00-ზე, PRO D2-ში შემდეგი შეხვედრები გაიმართება: “პროვინს რაგბი” – “კარკასონი” – მასპინძელთა შემადგენლობაში არცერთი ქართველი არ ირიცხება, ხოლო რაც შეეხება სტუმრებს, სტუმართა შემადგელობაში მარქაფიდან გამოჩნდება […]
ქართული ლელო PRO D2-ში
დღეს, PRO D2-ის მე-5 ტურის მატჩები გაიმართა. “კოლომიერმა” “ბიარიცს” უმასპინძლა და ანგარიშით 27:10 დაამარცხა. ეს მატჩი განსაკუთრებული იყო ქართველი მორაგბისთვის, ბექა შეყლაშვილისთვის, რომელმაც სტუმრები 53-ე წუთზე დაალელოვა.
ქართული ლეგიონი PRO D2-ში
დღეს, საფრანგეთის რანგით მეორე ჩემპიონატის PRO D2-ის მე-5 ტური გაგრძელდება. მე-5 ტური გუშინ დაიწყო, რომელიც “ვანი” – “ბრივის” მატჩით გაიხსნა. მასპინძლები 9-11 დამარცხდნენ. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში სოსო ბეკოშვილი, ვასკა ლობჟანიძე და ოთია გიორგაძე იყვნენ. ოთია გიორგაძემ “ბრივი” ლელოს გაშვებისგან იხსნა. დღეს, თბილისის დროით 22 საათზე PRO D2-ში შემდეგი შეხვედრები გაიმართება: “ორიაკი” – “ნევერსი” – ორიაკის […]