26-28 მარტს, საქართველოს დედაქალაქ თბილისში, ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრი, თბილისის გრანდ სლემი გაიმართება. პირველი საშეჯიბრო დღე 09:30 საათზე, თბილისის ახალს სპორტის სასახლეში დაიწყება და საქართველოს ნაკრების ღირსებას 10 სპორტსმენი დაიცავს. -60 კგ -60 კგ წონით კატეგორიაში სამი წარმომადგენელი გვეყოლება. შაქრო შათირიშვილი განთესილი იქნება და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მეტოქედ მაროკოს წარმომადგენელი – ისამ ბასუ ეყოლება. […]