უკრაინიდან წამოსული ქართველი ფეხბურთელი ტორპედოში ითამაშებს
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შედეგად, ამ ქვეყნის ტერიტორიიდან წამოსული ქართველი ფეხბურთელი, ბექა ვაჩიბერაძე ქუთაისის “ტორპედოში” ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია იმერული კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა. 26 წლის ნახევარმცველმა დონეცკის “შახტარის” 17 და 19-წლამდე გუნდებში ითამაშა, შემდეგ კი “ბეტისის” სარეზერვო გუნდის წევრიც გახლდათ. ასევე, ლიტვური “რიგასის” და ბელგიური “ლომელის” შემადგენლობაში თამაშობდა, უკრაინაში დაბრუნების შემდეგ კი ვაჩიბერაძე “ჩერნომორეცის” მაისურს ირგებდა. […]
როგორია უკრაინაში მყოფი ქართველი ფეხბურთელების მდგომარეობა?
24 თებერვალს, უკრაინის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო დაპირისპირების ფონზე საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. არსებულ ვითარებაში, მოვლენები მომენტალურად იცვლება, ამავე დროს რეგულარული ფრენები უკრაინის მიმართულებით შეზღუდულია. უკრაინაში, საქართველოს არაერთი მოქალაქე იმყოფება, მათ შორის ქართველი ფეხბურთელები, რომლებიც უკრაინის ჩემპიონატში თამაშობენ. როგორც Live.ge-სთვის გახდა ცნობილი, “ჩერნომორეცში” მოთამაშე ფეხბურთელები, ბექა ვაჩიბერაძე და გიორგი წიტაიშვილი ამჟამად კლუბის ბაზაზე იმყოფებიან და თავს […]