პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, ხუან მატა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სათადარიგო ფეხბურთელია. მიუხედავად იმისა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელი ვარსკვლავი კვირაში £160.000 იღებს – მატამ მხოლოდ 8-მატჩში მიიღო მონაწილეობა. სტატისტიკური მონაცემებით, მიმდინარე სეზონში ხუან მატამ სათადარიგოთა სკამზე ჯდომაში £5.3 მილიონი მიიღო. მეორე ადგილს “მანჩესტერ სიტის” ჟოაო კანსელო იკავებს, რომელმაც “უსაქმურობაში” £4.3 მილიონი გამოიმუშავა. მე-3, მე-4 ადგილს ადამ ლალანა […]