“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველ ბერნარდო სილვას დისკვალიფიკაცია ემუქრება. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა თანაგუნდელს და მეგობარს ბენჟამინ მენდის სოციალურ ქსელში ეხუმრა, რაც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის მიერ, როგორც რასისტული შეურაცხყოფა, ისე იქნა აღქმული. საქმე ისაა, რომ სილვამ მენდის Twitter-ში ბავშვობის ფოტო დაუდო და ესპანური შოკოლადის კარაქის მწარმოებელი ბრენდის Conguitos-ის მულტფილმის პერსონაჟთან გააიგივა, რაც ბერნარდოს რასისტულ შეურაცხყოფაში ჩაუთვალეს. ფეხბურთელმა მალე პოსტი […]