რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა სოსიედადთან მატჩში?
ლა ლიგის 23-ე ტურის შეხვედრაში, “ვალენსიამ” “რეალ სოსიედადთან” უგოლო ფრე (0:0) ითამაშა. “ღამურების” კარი აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა დაიცვა, რომელმაც 2021 წლის 22 სექტემბრის შემდეგ პირველად ითამაშა და დაკისრებულ მოვალეობას თავი იდეალურად გაართვა. 21 წლის გოლკიპერმა კარის უსაფრთხოება სრულფასოვნად დაიცვა, თანაც ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 12 შეხვედრაში ეს მხოლოდ მეორე შემთხვევა იყო, […]
ანსუ ფატი ტრავმირებულია
“ბარსელონას” შემტევი, ანსუ ფატი ტრავმირებულია. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას “ბარსელონას” პრეს-სასმახური ავრცელებს. კატალონიური გრანდის ახალ მეათე ნომერს, მარცხენა ფეხის ბარძაყის ბიცეფსის კუნთის დაზიანება დაუდგინდა. ჯერჯერობით უცნობია თუ კონკრეტულად რა დროის გამოტოვება მოუწევს 19 წლის ესპანელ ფეხბურთელს. ანსუ ფატის 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის სექტემბრამდე სერიოზული ტრავმის გამო არ უთამაშია, 2021/22 წლების სეზონში კი რამდენიმე დაზიანების გამო […]
მარსელო მადრიდის რეალის ახალი რეკორდსმენი გახდა
16 იანვარს, ესპანეთის სუპერთასის ფინალში მადრიდის “რეალმა” ბილბაოს “ატლეტიკი” ლუკა მოდრიჩისა და ქარიმ ბენზემას გოლებით (2:0) დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, “სამეფო კლუბის” მარცხენა მცველი, მარსელო რეკორდსმენი გახდა – ბრაზილიელმა კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი ტიტულის მოგება მოახერხა. მარსელომ ფრანცისკო ხენტოს რეკორდი გაიმეორა, რომელსაც ასევე 23 ტიტული აქვს. მათ სერხიო რამოსი (22) და მანოლო სანჩისი (21) […]
მადრიდის რეალის მცველს COVID19 დაუდგინდა
მადრიდის “რეალის” მარჯვენა მცველს, დანიელ კარვახალს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა – ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გრანდის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. 30 წლის ფეხბურთელმა “ბარსელონასთან” ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო, თუმცა მატჩის შემდეგ მას COVID19 დაუდგინეს. ახლა ესპანელი განაპირა მცველი თვითიზოლაციაში გადავა და ბილბაოს “ატლეტიკთან” ფინალურ მატჩს გამოტოვებს. მიმდინარე სეზონში “სამეფო კლუბის” მეორე ნომერმა თეთრების შემადგენლობაში 17 მატჩი ჩაატარა, ერთი […]
“წლის ყველაზე აბსურდული გოლების სიაში მოხვდა” – Marca მამარდაშვილის შეცდომას გამოეხმაურა
ლა ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრაში, “ვალენსიამ” “სევილიასთან” სტუმრად, “რამონ სანჩეს პისხუანზე” – 1:3 წააგო. ანდალუსიურ კლუბთან წაგებულ დაპირისპირებაში თავისი საკმაოდ დიდი წვლილი ქართველ მეკარე, გიორგი მამარდაშვილს მიუძღოდა, რომელმაც მეტოქის გოლის დროს მძიმე შეცდომა დაუშვა. კარგი სტარტის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მეკარეს 6 ჩატარებული მატჩიდან ყველაზე დაბალშედეგიანი სწორედ “სევილიასთან” მატჩი გამოდგა, რომელსაც მოედანზე მყოფ მოთამაშეებს შორის ყველაზე დაბალი შეფასება 5.5 (Whoscored.ccm, 5.9 Sofasocre) დაიმსახურა. […]
რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა სევილიასთან მატჩში?
ლა ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრაში, “ვალენსიამ” “სევილიასთან” სტუმრად, “რამონ სანჩეს პისხუანზე” – 1:3 წააგო. ანდალუსიურ კლუბთან წაგებულ დაპირისპირებაში თავისი საკმაოდ დიდი წვლილი ქართველ მეკარე, გიორგი მამარდაშვილს მიუძღოდა, რომელმაც მეტოქის გოლის დროს მძიმე შეცდომა დაუშვა. კარგი სტარტის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მეკარეს 6 ჩატარებული მატჩიდან ყველაზე დაბალშედეგიანი სწორედ “სევილიასთან” მატჩი გამოდგა, რომელსაც მოედანზე მყოფ მოთამაშეებს შორის ყველაზე დაბალი შეფასება […]
მემფის დეპაის შესანიშნავი შესრულება და გოლი ბილბაოსთან (ვიდეო)
ინიგო მარტინესმა ბილბაო ბარსელონასთან დააწინაურა (ვიდეო)
ღირსეული კაპიტანი – მუნიაინი სოსიედადის დაჯილდოვებას ესწრებოდა
3 აპრილს, ესპანეთის თასის ფინალი გაიმართა, სადაც ბასკური დერბი შედგა. “სოსიედადმა” “ბილბაო” 1:0 დაამარცხა და ესპანეთის თასის გამარჯვებული გახდა. მატჩის შემდეგ საზეიმო ცერემონიაზე, სადაც “სოსიედადი” თასს აღმართავდა, “ბილბაოს” ყველა ფეხბურთელი გასახდელში იყო, თუმცა სტადიონზე მხოლოდ იკერ მუნიაინი დარჩა. ჟურნალისტებში გაჩნდა კითხვა, თუ რატომ დარჩა “სოსიედადის” თასის გადაცემის დროს მხოლოდ იკერ მუნიაინი “ბილბაოს” მხრიდან, რაზეც კაპიტანმა […]
მხოლოდ betlive.com-ზე – მოიგე ჯეკპოტი სპორტში!
მხოლოდ Betlive.com-ზე – ჯეკპოტები სპორტში! დადე ბილეთი და მოიგე 25 000; 50 000; 75 000 ან 100 000 ლარი! აქციაში ჩართვა მარტივია: საკმარისია დადოთ მინიმუმ 1 ბილეთი სპორტში ნებისმიერ მოვლენაზე, შეავსოთ ქვიზი და გამოიცნოთ 3 მატჩის პირველი გოლის ავტორი! რა უნდა ვიცოდე აქციის შესახებ? ქვიზის შევსება შეუძლიათ ID და SMS ვერიფიცირებულ მომხმარებლებს. ქვიზის შევსება შესაძლებელია მხოლოდ […]
5 მარტს, ესპანეთის თასის ნახევარფინალური ეტაპის მეორე წყვილის საპასუხო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს “ლევანტე” და ბილბაოს “ატლეტიკი” დაუპირისპირდნენ. ვალენსიურ-ბასკური დაპირისპირების ორივე მატჩის ძირითადი დრო ფრედ – 1:1 დასრულდა, დამატებით დროში კი უკეთესი “ბილბაო” აღმოჩნდა: ვალენსიაში ჩატარებული მატჩის სტუმრებმა გოლი 112-ე წუთზე გაიტანეს და ფინალში გავიდნენ. საინტერესოა, რომ ბასკური კლუბი ტურნირის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა, თანაც ისე, […]