მწვრთნელი, რომელმაც 24 ფეხბურთელი სექსუალურად შეავიწროვა, დაკავებულია
ივნისი 12, 2019
1.52K
ყოფილი მწვრთნელი, ბობ ჰიგინსი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 24 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. “საუთჰემპტონისა” და “პიტერბოროს” ახალგაზრდული გუნდების მწვრთნელი, ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში სცნეს დამნაშავედ. 66 წლის ბობ ჰიგინსს, 1971-1996 წლებში, 24 მოზარდის მიმართ ძალადობა დაუმტკიცდა. თავისუფლების აღკვეთის პარალელურად, ბობ ჰიგინსი სექსუალურ მოძალადეთა რეესტრში დაარეგისტრირეს და ბავშვებთან მუშაობა აუკრძალეს. […]