იყო დრო, როდესაც ტელევიზორის ეკრანს მიჯაჭვული ფეხბურთის გულშემატკივარი ხედავდა მწვრთნელებს, რომლებიც აღელვებულები, სიგარეტს დაუფარავად ეწეოდნენ და ეს არავის უკვირდა. მეტიც, თამაშის დასრულების შემდეგ, ან 15-წუთიანი შესვენებისას, კოლოფიდან სიგარეტს ფეხბურთელებიც იღებდნენ. თუმცა, ახალმა ეპოქამ ტენდენციებიც შეცვალა, რომელსაც რეგულაციები, წესები და აკრძალვები მოჰყვა. შედეგად, თამბაქოს კვამლმა კულისებში გადაინაცვლა. მე-20 საუკუნეში, ფეხბურთელებისა და მწვრთნელების სიგარეტით ხელში გამოჩენა ჩვეულებრივი […]