ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, დიეგო მარადონა, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. შეგახსენებთ, რომ დიეგოს რამდენიმე კვირის წინ ტვინის ზედაპირზე სისხლის შედედება, ჰემატომა აღმოაჩნდა, რომელიც ქირურგიული ჩარევით მოაშორეს. არგენტინული მედიის თანახმად, მარადონა გულის შეტევით, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მომხდარის გამო, არგენტინის პრეზიდენტმა, ალბერტო ფერნანდესმა, არგენტინაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა. მთელი ღამის განმავლობაში ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ნეაპოლსა და არგენტინაში განსაკუთრებული […]