ლეგენდარულმა ტიერი ანრიმ MLS-ის გუნდი, “მონრეალი” დატოვა. გუნდიდან წასვლის მიზეზად ფრანგმა ოჯახური პრობლემა დაასახელა. “გასული წელი პირადად ჩემთვის ძალიან რთული გამოდგა. პანდემიიდან გამომდინარე, ჩემი შვილების ნახვას ვერ ვახერხებდი. სამწუხაროდ, მუდმივი შეზღუდვების და იმ ფაქტის გამო, რომ შეერთებულ შტატებში რამდენიმე თვის განმავლობაში გადასახლება მოიწია, ოჯახთან ახლო კავშირი არ მქონდა. გული მწყდება, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება მიწევს, […]