ტიერი ანრი ინგლისში მწვრთნელის რანგში ბრუნდება
“არსენალისა” და საფრანგეთის ნაკრების ლეგენდა, ტიერი ანრი შესაძლოა სამუშაოდ ინგლისში დაბრუნდეს. როგორც ბრიტანული გამოცემები იუწყებიან, 43 წლის ფრანგი შესაძლოა მალე ჩემპიონშიფის ბინადარ “ბორნმუთში” დაინიშნოს. “ალუბლებმა” მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ჯეისონ ტინდალი გაათავისუფლეს და მის შემცვლელად ოთხ ვეტერან ფეხბურთელს, დევიდ ვაგნერს, პატრიკ ვიერიას, ტონ ტერისა და ტიერი ანრის მოიაზრებენ, მათ შორის ყველაზე მეტი შანსი კი სწორედ ამ […]
სიტი 2:1 ბორნმუთი (მიმოხილვა)
ბორნმუთის და კრისტალ პალასის ფეხბურთელებმა 24 პენალტი დაარტყეს (ვიდეო)
ინგლისის ასოციაციის თასის 1/32 ფინალში საინტერესო მატჩი გაიმართა. ერთმანეთს პრემიერლიგიდან დაქვეითებული “ბორნმუთი” და ელიტაში დარჩენილი “კრისტალ პალასი” დაუპირისპირდნენ. მატჩის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, 11-მეტრიანების სერიაში კი გუნდებმა 24 პენალტი დაარტყეს. საინტერესოა, რომ 10-10 პენალტი ფეხბურთელებმა ზუსტად შეასრულეს, მეორე წრეზე კი “პალასის” ნახევარმცველი ლუკა მილვოევიჩი არაზუსტი აღმოჩნდა და შემდეგ ეტაპზე “ალუბლები” გავიდნენ.
ედი ჰაუს მემკვიდრე გამოუჩნდა – ბორნმუთს ახალი მწვრთნელი ჰყავს
პრემიერლიგიდან ჩემპიონშიფში დაქვეითებულ “ბორნმუთს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – ედი ჰაუს 12-წლიანი მემკვიდრეობა მისმა ყოფილმა ასისტენტმა ჯეისონ ტინდალმა გადაიბარა. 42 წლის სპეციალისტი მთელი კარიერის განმავლობაში ჰაუს ემსახურებოდა და დამოუკიდებლად 1 პროფესიონალური მატჩიც კი არ ჩაუტარებია. ტინდალი 1998-2006 და 2009-11 წლებში სწორედ “ალუბლების” ღირსებას იცავდა და ამ გუნდის საკულტო ფიგურადაც მიიჩნევა.
ნათან აკე ქალაქელია – მანჩესტერ სიტიმ ჰოლანდიელი მცველი შეიძინა
მანჩესტერ სიტის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ტრანსფერი საბოლოოდ შედგა და ნათან აკე “ქალაქელების” ფეხბურთელი გახდა. ჰოლანდიელი ცენტრალური მცველი პეპ გვარდიოლას გუნდთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ პრემიერლიგიდან ჩემპიონშიფში დაქვეითებული “ბორნმუთი” 45 მილიონ ევროს მიიღებს. აკე, რომელიც “ფეიენოორდის” აკადემიის აღზრდილია, 2011-17 წლებში, ლონდონის “ჩელსიში” ირიცხებოდა და “რედინგსა” და “უოტფორდში” იყო განათხოვრებული.
შეთანხმება შედგა – აკე კარიერას სიტიში გააგრძელებს
“ბორნმუთის” მცველი ნათან აკე უახლოეს დღეებში “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება. Sky Sports-ის ინფორმაციის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ და “ბორნმუთი” 25 წლის ნიდერლანდელის სანაცვლოდ 41 მილიონიან შეთავაზებას დათანხმდა. კლუბებს შორის მოლაპარაკება ჯერ კიდევ პრემიერლიგის სეზონის დასრულებამდე დაიწყო, “ალუბლების” ჩემპიონშიფში დაქვეითება კი ტრანსფერს უფრო აჩქარებს. როგორც ცნობილია, აკეს კონტრაქტის პირადი დეტალებისა და ხელშეკრულების ხანგძლივობის შესახებ დეტალები გასარკვევია, […]
მანჩესტერ სიტი ზაფხულის პირველ ტრანსფერს უახლოვდება
მანჩესტერ “სიტი” მიმდინარე ზაფხულის პირველ ტრანსფერს უახლოვდება. “ქალაქელები”, უდიდესი ალბათობით, ძალიან მალე, ნათან აკეს დაიმატებს. “ბორნმუთის” ფეხბურთელის ინგლისის ექს-ჩემპიონის შემადგენლობაში გადასვლა 40 მილიონ ევრომდე დაჯდება და ნიდერლანდელი ფეხბურთელი 2-წლიან კონტრაქტს მიიღებს. ტრანსფერის შესაძლებლობას ისიც ზრდის, რომ “ალუბლები” ჩემპიონშიფს უახლოვდებიან, 25 წლის ფეხბურთელს კი პრემიერლიგაში თამაშის ამბიცია აქვს. რაც შეეხება პეპ გვარდიოლას, მისი მთავარი მიზანი ამ სეზონზე […]
სიტი 2:1 ბორნმუთი (მიმოხილვა)
დავიდ სილვას ულამაზესი ჯარიმა ბორნმუთის კარში (ვიდეო)
პრემიერ ლიგის 34-ე ტურის შეხვედრაში “ბორნმუთი” “ტოტენჰემს” დაუპირისპირდა. აღნიშნულ მატჩში გამარჯვების მოპოვებას ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა დაპირისპირება ფრედ 0:0 დასრულდა. “ბორნმუთთან” ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ გამართულ ვირტუალურ პრეს-კონფერენციაზე, მოურინიო ყურადღების ცენტრში მოექცა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ვირტუალური პრეს-კონფერენცია კურიოზულად დატოვა. “Can you hear me?” “No.” Jose Mourinho wasn’t feeling particularly chatty after his team drew […]
“ყველაფერი აშკარაა, ვერაფერს დავამატებ” – ჟოზემ VAR-ს შეუტია
პრემიერლიგის აუტსაიდერ “ბორნმუთთან” დაკარგული ქულების შემდეგ (0:0), “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ვიდეო გამეორების სისტემა გააკრიტიკა. პორტუგალიელის აზრით, VAR-მა მის გუნდს 11-მეტრიანის დარტყმის უფლება წაართვა. “ეს მატჩის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო. ამაზე მეტის თქმა არ შემიძლია, რადგან ყველამ იცით როდის, სად და ვის მიერ მოხდა დარღვევა. ეს გადაწყვეტილება მაიკლ ოლივერმა მიიღო, მან ვინც იგივე “შეფილდ […]
მოურინიო ვირტუალური პრესკონფერენციიდან გაიქცა (ვიდეო)
“ბორნმუთთან” უგოლო ფრედ დასრულებული მატჩის საღამო “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოსთვის, მორიგ საკულტო პრესკონფერენციად იქცა. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული რეგულაციების შემდეგ, პრემიერლიგაში მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია დისტანციურად იმართება. ცხადია, პორტუგალიელსაც მედიის წარმომადგენლების შეკითხვებზე პასუხის გაცემა ამ ფორმით მოუწია. მას მერე, რაც ჟურნალისტი მიესალმა და ჰკითხა, ესმოდა თუ არა მისი ხმა, “განსაკუთრებულმა” უარყოფითი პასუხი გასცა, ყურსასმენი მოიხსნა და ტერიტორია […]