ესპანური მედია იუწყება, რომ 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, მადრიდის “რეალის” მთავარი სამიზნე კილიან მბაპე იქნება. საამისოდ, “სამეფო კლუბს” ფინანსების მობილიზება დასჭირდება, რისთვისაც AS-ის ინფორმაციით, სამი ფეხბურთელის გასხვისება აქვს გადაწყვეტილი. “ოპერაცია მბაპეს” განსახორციელებლად, ზინედინ ზიდანის გუნდი გარეთ ბეილთან, მარსელოსთან და ლუკა იოვიჩთან განშორებას აპირებს. შედეგად, მადრიდელები თავს 135 მილიონ ევროს მოუყრიან. ესპანური მედია იტყობინება, წამსვლელთა სიაში […]