შემოდგომის ერთა თასი | საქართველო-ფიჯის მაიკ ადამსონი განსჯის
დეკემბერი 1, 2020
89
“შემოდგომის ერთა თასის” დასკვნით რაუნდში, საქართველოსა და ფიჯის შეხვედრას შოტლანდიელი რეფერი, მაიკ ადამსონი განსჯის. 36 წლის მსაჯი 2014 წლამდე საერთაშორისო დონის მოთამაშე იყო. ის სხვადასხვა დროს “გლაზგო უორიორსში” და “ლონდონ სქოთიშში” თამაშობდა. იცავდა შოტლანდიის ყველა ასაკობრივი ნაკრების (16-იდან 21 წლამდე) ღირსებას, თამაშობდა შოტლანდიის კლუბების ნაკრებში და 7-კაცა ნაკრებში (2006-2011), მსაჯობა კი 2016 წელს დაიწყო. აქამდე […]