შემოდგომის ერთა თასის, მესამე ტურის საუკეთესო მორაგბის ტიტულისთვის სახელოვან ინგლისელ, უელსელ და ფრანგ მორაგბეებთან ერთად, გიორგი კვესელაძე იბრძვის. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ცენტრმა, ირლანდიის წინააღმდეგ 17 ბოჭვა შეასრულა და ბურთით 59 მეტრი მოიგო, რომელიც შესანიშნავი ლელოთი დააგვირგვინა. ირლანდიური და მსოფლიო რაგბის ლეგენდა – ბრაიან ო’დრისკოლი, გიორგი კვესელაძის ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებულია და ევროპულ კლუბებს მის გაფორმებას […]