FIFA World Cup | სუპერკომპიუტერმა მუნდიალის გამარჯვებული ივარაუდა
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში, ყატარი უმასპინძლებს. სუპერკომპიუტერმა მუნდიალის ტრიუმფატორი ივარაუდა – ინგლისელი გულშემატკივრების სამწუხაროდ, ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, მთავარ ფავორიტად არ დასახელდა. 4 წლის წინ, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, დიდიე დეშამის გაწვრთნილმა საფრანგეთის ნაკრებმა გაიბრწყინა. ფრანგებმა ფინალში ხორვატია დაამარცხეს (4:2) და უპრესტიჟულესი სანაკრებო ტურნირის ტრიუმფატორები გახდნენ – 4 წლის შემდეგ, საფრანგეთი კვლავ მთავარი ფავორიტია. […]
ზუსტად ამ დღეს, 25 წლის წინ, კარლოსმა საფრანგეთს წარმოუდგენელი ჯარიმა გაუტანა | VIDEO
რობერტო კარლოსის წარმოუდგენელი, ყუმბარისებული გასროლიდან ზუსტად 25 წელი გავიდა. 1997 წლის, 3 ივნისს, კარლოსმა დაახლოებით 35 მეტრიდან, საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კარში ულამაზესი გოლი გაიტანა. ბრაზილიელი ვარსკვლავის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის სიჩქარემ 136.7 კმ/სთ შეადგინა და ბურთი ბარტეზის კარის ბადეში ულამაზესი ტრაექტორიით ჩაეშვა.