ძვირფასო ედსონ (დიკო, როგორც შენი ოჯახის წევრები გიწოდებენ), ყურადღებით მომისმინე. როდესაც შენი ოჯახი საცხოვრებელ ადგილს შეიცვლის და ტრეს-კორასოინსს დატოვებს, დედის წინდების წაღება არ დაგავიწყდეს. სულ რაღაც 5 წლის ხარ, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გააკეთო – სხვა შემთხვევაში, შენი სიცოცხლე შეიცვლება. ოჯახთან ერთად, საცხოვრებლად ერთ პატარა ქალაქში, ბაურუში გადახვალ. მიზეზი მამაშენია – იგი “ბაურუ ატლეტიკოს” ფეხბურთელია. […]