“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ სერია A-ს მე -17 ტურის ეგიდით, “უდინეზეს” წინააღმდეგ გამართული მატჩის შედეგი შეაფასა. შეხვედრა ნეაპოლიტანელთა გამარჯვებით – 2:1 დასრულდა, გადამწყვეტი გოლი კი 90-ე წუთზე გავიდა. “გუნდი ცოცხალია და იბრძვის. ჩვენ საუკეთესო ფეხბურთის თამაში გვჭირდება, რადგან დიდი მიზნები გვაქვს და მათ მისაღწევად ეს აუცილებელია. ოთხშაბათს “სპეციასთან” დავმარცხდით და გამარჯვების გზაზე დასაბრუნებლად სირთულეებთან […]