გულშემატკივართა შორის ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, შემოდგომის ერთა თასის მესამე ტურის საუკეთესო მორაგბედ გიორგი კვესელაძე დასახელდა. “ბორჯღალოსნების” შუამარბმა ხმების 88.8% მიიღო და ისეთ ძლიერ კონკურენტებს აჯობა, როგორებიც ინგლისის ნაკრების ფლანკერი სემ ანდერჰილი, უელსის შუამარბი ჯონი უილიამსი და ფრანგთა ფულბეკი ბრის დულინი არიან. გარდა იმისა, რომ კვესელაძემ ირლანდიასთან შესანიშნავი ლელო დადო, იგი შეუდარებელი იყო დაცვაშიც და ირლანდიელთა […]