ქართველი თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე 2020 წლის ზაფხულში უნგრული “მეზოკოვეშდიდან” ამ ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ “მოლ ფეჰერვარში” (ყოფილი ვიდეოტონი) გადაბარგდა და გოლების გატანას ახალი გუნდის მაისურითაც ახერხებს. ზივზივაძეს ახალ გუნდში ორი ჩრდილოეთ მაკედონიელი თანაგუნდელი ვისარ მუსლი და ბობან ნიკოლოვი ჰყავს. 26 წლის ქართველ ფორვარდს უნგრეთში დავუკავშირდით და მოახლოებული, ისტორიული შეხვედრის წინ, რომელიც 12 ნოემბერს, “დინამო არენაზე” საქართველოსა […]