გოგა ბითაძის უდიდესი მიღწევა საკალათბურთო კარიერაში. 19 წლის ქართველმა მონტენეგროული “ბუდუჩნოსტის” შემადგენლობაში ევროლიგის მატჩში მადრიდის “რეალი” დაამარცხა. თუკი ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ ბალკანურ გუნდს ევროპის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი დაამარცხებინაო, ეს უპირველესად გოგა ბითაძეა. მატჩის დაკვნით ათწუთეულში, 5-წუთიან მონაკვეთში, ქართველმა ცენტრმა მიჯრით 8 ქულა ჩააგდო, რის შემდეგაც შეხვედრის დასრულებამდე 2:47 წუთით ადრე “ბუდუჩნოსტი” 69:56 დაწინაურდა და […]