შერმადინი კვლავ დამაჯერებელია | ტენერიფე ნახევარფინალშია
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში საპლეიოფო დაპირისპირებები მიმდინარეობს, სადაც გიორგი შერმადინის “ტენერიფეც” ასპარეზობს. აღსანიშნავია, რომ ქართველი ლეგიონერი ACB-ის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და პლეიოფშიც ღირსეულად ასპარეზობს. შერმადინის გუნდის ოპონენტი ნატურალიზებული ქართველი კალათბურთელის თად მაკფადენის გუნდი “ბურგოსია”, რომელთაც სერიაში 1:0-ს უგებდნენ. სერიის მე-2 მატჩი “ბურგოსის” საშინაო არენაზე გაიმართა და “ტენერიფემ” დამაჯერებელი უპირატესობით, ანგარიშით 92:68 იმარჯვა და ნახევარფინალის საგზურიც გაინაღდა. […]
პლეი-ოფის პირველი თამაშის MVP – შერმადინმა ბურგოსთან გაიბრწყინა
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში “ტენერიფემ” შინ “ბურგოსი” 86:78 დაამარცხა. მორიგი ბრწყინვალე თამაში ჩაატარა მასპინძელთა ქართველმა ცენტრმა, გიორგი შერმადინმა. 32 წლის კალათბურთელი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესოდ გამოიყურებოდა და სრულიად დამსახურებულად, გიორგი შეხვედრის MVP-იც გახდა. შერმადინმა 22 წუთში 16 ქულა (9-დან 6 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 6 მოხსნა და 2 გადაცემა მიითვალა, ხოლო მარგი ქმედების […]