7 მაისი ბავშვთა მძლეოსნობის დღეა!
მაისი 4, 2023
0
7 მაისს მსოფლიო ბავშვთა მძლეოსნობის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ღონისძიება ტარდება – გამონაკლისი არც საქართველოა. მძლეოსნობის დღის აღსანიშნავად, თბილისში სხვადასხვა შეჯიბრება ჩატარდება. 7 მაისს, მძლეოსნობის ფედერაციაში, 2009-10-11-12 წელს დაბადებულ ახალგაზრდებს შორის შეჯიბრება გუნდური პრინციპით გაიმართება – თითოეულ გუნდში 4 გოგო და 4 ბიჭი იასპარეზებს. შეჯიბრებაში თბილისისა და რეგიონის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. […]