ტიაგო სილვამ ჩელსის მმართველები გააკრიტიკა
გუშინ “ჩელსისა” და “რეალ მადრიდს” შორის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა, სადაც ლონდონელები დამარცხდნენ. ორი შეხვედრის ჯამში “ბლანკოსმა” მოწინააღმდეგეს 4:0 მოუგო და შემდეგ ეტაპზეც გავიდა. მატჩის შემდეგ ტიაგო სილვამ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა და კლუბის მმართველებიც გააკრიტიკა. “კლუბისთვის ახლა რთული პერიოდია: მფლობელების შეცვლა, ახალი ფეხბურთელების მოსვლა. გასახელის ზომა უნდა გავზარდოთ, რადგან მთელი გუნდი უკვე ვეღარ ვეტევით. ამას დადებითი […]
ჩელსი 0:2 რეალი (მიმოხილვა)
როდრიგომ ჩელსისთან მატჩში დუბლი გაიფორმა | VIDEO
რეალი ჩელსისთან როდრიგოს გოლით დაწინაურდა | VIDEO
ჩელსის წარმომადგენლები ნაგელსმანს გერმანიაში შეხვდნენ
როგორც Sky Sports წერს, “ჩელსიმ” იულიან ნაგელსმანის გადმოსაბირებლად სერიოზული ნაბიჯი გადადგა. უკვე დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლონდონელთა მთავარი სამიზნე გერმანელი სპეციალისტია. მაგრამ, ახლა ყველაფერი უფრო კონკრეტულია. ბრიტანული გამოცემის თანახმად, “ჩელსის” წარმომადგენლები ნაგელსმანს გერმანიაში შეხვდნენ. იმისათვის, რომ ყველაფერი სწორად შესრულდეს ლონდონელებს “ბაიერნთანაც” მოუწევთ შეხვედრა. ვიდრე გუნდი ნაგელსმანს დანიშნავდეს მთავარ მწვრთნელად, “არისტოკრატებს” სათავეში ყოფილი თავკაცი ფრენკ […]
ანჩელოტი: ,,რეალი ჩემპიონთა ლიგის მეფეა”
,,რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ლონდონის ,,ჩელსისთან” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლონდონურ გუნდთან შეხვედრაში, შესაძლოა, ყველაფერი მოხდეს: ,,თავს კარგად ვგრძნობთ და როგორც ყოველთვის, მოტივირებულები ვართ. ძალიან მნიშვნელოვან ტურნირზე ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის. სრულყოფილ თამაშზე ვფიქრობთ. 90 წუთში შეიძლება, ყველაფერი მოხდეს, მზად ვიქნებით, რომ მაქსიმალურად დავიხარჯოთ. ნახევარფინალში თუ ისევ გავედით, ესე იგი, ბევრი ვიმუშავეთ. აქ ნათელია […]
ანჩელოტი: “ჩვენი მიზანი იყო მომავალი მატჩის წინ უპირატესობა მოგვეპოვებინა და ჩვენ ეს შევძელით”
მადრიდში “რეალისა” და “ჩელსის” დაპირისპირება შედგა. აღნიშნულ შეხვედრაში გამარჯვება კარლო ანჩელლოტის გუნდს დარჩა. სამეფო კლუბმა მეტოქე 2:0 დაამარცხა და მომავალი შეხვედრისთვის კომფორტული უპირატესობა მოიპოვა. მოგებული შეხვედრის შემდეგ კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა: “სრულყოფილი მატჩი ჩავატარეთ და იგივე გვჭირდება ლონდონშიც, რომ ნახევარფინალში გავიდეთ. ჩვენი მიზანი იყო მომავალი მატჩის წინ უპირატესობა მოგვეპოვებინა და ჩვენ ეს შევძელით. “ჩელსი” ძალიან […]
რეალი 2:0 ჩელსი (მიმოხილვა)
სეზონის ბოლომდე ჩელსის ფრენკ ლამპარდი ჩაიბარებს
სპორტული ჟურნალისტის დევიდ ორნშტეინის ინფორმაციზე დაყრდნობით, ლონდონის “ჩელსის” ფრენკ ლამპარდი ჩაიბარებს. აღსანიშნავია, რომ ინგლისელი სპეციალისტი “არისტოკრატებს” სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს. შეგახსენებთ, რომ კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი “ჩელსის” 2019 წლიდან 2021 წლამდე უკვე ხელმძღვანელობდა და გუნდი მოედანზე 84 მატჩში გაიყვანა, საიდანაც 44 მოიგო, 15 ფრედ დაასრულა და 25-ში დამარცხდა.
ლუის ენრიკე ლონდონშია და ჩელსისთან მოლაპარაკებებს მართავს
ესპანური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ფურია როხას” ყოფილი მწვრთნელი ლუის ენრიკე ლონდონშია. ამავე წყაროზე დაყრდნობით, 52 წლის სპეციალისტი “ჩელსისთან” მოლაპარაკებებს მართავს. როგორც იწერება, თავად ენრიკეს ძალიან სურს, რომ “არისტოკრატებს” სათავეში ჩაუდგეს. ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, ლონდონური კლუბი მოლაპარაკებებს იულიან ნაგელსმანთანაც მართავს. ბოლო დღეებია ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი პრემიერ ლიგის რომელიმე გუნდთან მუშაობის სურვილს არ მალავს. […]
,,ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ,,ჩელსისთან” მატჩის წინ განაცხადა, რომ პრემიერლიგაში ახლა ორივე გუნდი იმ პოზიციაზეა (ლივერპული მე-8, ჩელსი – მე-11), რომელსაც იმსახურებს: ,,დიახ, უცნაურია, მაგრამ რეალობაა, ეს ორივე გუნდმა დაიმსახურა… გვაქვს იმის შესაძლელობა, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ. ახლა ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა ყველა ფეხბურთელს შეუძლია, რადგან ადგილი გარანტირებული მხოლოდ 2-3 მოთამაშეს აქვს. ბიჭებმა ამის შესახებ იციან, […]
ლონდონელები პოტერის შემცვლელად იულიან ნაგელსმანს მოიაზრებენ
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ჩელსის” თავკაცები გეგმავენ, რომ იულიან ნაგელსმანი გადმოიბირონ. როგორც მოგეხსენებათ, ლონდონელებმა მთავარი მწვრთნელის პოზიციიდან გრემ პოტერი გაათავისუფლეს. ,,ვაცხადებთ, რომ გრემ პოტერმა გუნდი დატოვა. კლუბში ყოფნის დროს გრემმა ,,ჩელსი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაიყვანა, სადაც ,,რეალს” შევხვდებით. პოტერს ძალისხმევისა და გუნდში შეტანილი წვლილისთვის მადლობას ვუხდით და მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ.” – ასეთი იყო გუნდის ოფიციალური განცხადება. […]