რამდენიმე დღის წინ “ლივერპულმა” ნანატრი პრემიერ ლიგის ტიტული მოიპოვა და ჩემპიონის რანგში პირველივე შეხვედრა, “მანჩესტერ სიტისთან” 4:0 დათმო, რამაც იურგენ კლოპის უკმაყოფილება გამოიწვია. ოქსლეიდ ჩემბერლენმა “ევრო სპორტთან” საუბრისას აღნიშნა, რომ მათ მთავარ მწვრთნელს დარჩენილი ყველა თამაშის მოგება სურს, ისე როგორც ეს ნამდვილ ჩემპიონებს შეეფერებათ. -“ჩვენ შესვენების დრო არ გვაქვს, კლოპი ყოველდღიურად გვავარჯიშებს. ზოგადად, როდესაც გუნდი […]