“დინამო თბილისის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ჩისკო მუნიოსი შესაძლოა, სამუშაოდ სამშობლოში დაბრუნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას რამდენიმე ესპანური სპორტული გამოცემა ავრცელებს და წერს, რომ ლა ლიგა 2-ში დაქვეითებული “უესკას” ხელმძღვანელები გუნდის აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის, მექსიკელი იგნასიო ამბრისის გათავისუფლების შემდეგ, ვაკანტურ პოზიციაზე პირველ რიგში სწორედ ჩისკოს განიხილავს. 41 წლის სპეციალისტი აქამდე ინგლისურ “უოტფორდში” მუშაობდა, სადაც 2020 […]