ჩისკომ ბოლო 10 მატჩიდან 9 მოიგო, სუონსიმ ქულები ისევ დაკარგა – უოტფორდი მეორე ადგილზე ერთპიროვნულად დამკვირდა
“დინამომ თბილისის” ყოფილი მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში გადასვლასთან ახლოსაა. ინგლისის ჩემპიონშიფის 38-ე ტურის შეხვედრაში, “უოტფორდმა” “ბირმინგემს” უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. აღნიშნული მატჩის მოგება ესპანელი სპეციალისტისთვის ზედიზედ მეხუთე, ინგლისურ კლუბში მუშაობის განმავლობაში კი მე-13 გამარჯვება იყო. View this post on Instagram A post shared by Watford FC (@watfordfcofficial) ჩისკოს გუნდის კარგმა სერიამ […]
ჩისკოს გუნდის დრამატული გამარჯვება – უოტფორდი ჩემპიონშიფში მეორე ადგილს ინარჩუნებს (ვიდეო)
ინგლისის ჩემპიონშიფის 36-ე ტურის შეხვედრაში, “უოტფორდმა” “კარდიფი” დრატამულ შეხვედრაში – 2:1 დაამარცხა. ჩისკოს გაწვრთნილმა გუნდმა გამარჯვების მოპოვება 93-ე წუთზე მოახერხა, როცა ანგარიში – 1:1 იყო და ადამ მასინამ მეტოქის კარის დალაშქვრა საჯარიმო დარტყმით შეძლო. ეს ჩრდილოეთ ლონდონური კლუბისთვის ზედიზედ მეოთხე, ესპანელი სპეციალისტისთვის კი ახალ კლუბში რიგით მე-11 მოგება გახლდათ. ამ გამარჯვების და ჩატარებული 36 ტურის შემდეგ, […]
ჩისკოს მეორე გამარჯვება უოტფორდში – ლონდონელები პლეი-ოფის ზონაში დამკვიდრდნენ
“დინამო თბილისის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა “უოტფორდის” მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, მეორე შეხვედრა მოიგო. ესპანელმა სპეციალისტმა ინგლისის ჩემპიონშიფის 24-ე ტურის ეგიდით გამართულ მატჩში “ჰადერსფილდს” 2:0 სძლია. მისი გუნდის რიგებიდან გოლები ტომ კლევერლიმ და ჟოაო პედრომ გაიტანეს. ეს 40 წლის მწვრთნელისთვის ლონდონურ კლუბში მეოთხე მატჩი გახლდათ. სადებიუტო შეხვედრაში მან ინგლისის რანგით მეორე დივიზიონის ლიდერი “ნორვიჩი” დაამარცხა […]
სამუშაო იბიცაზე – რატომ აპირებდა ვარდი ლესტერიდან წასვლას და კარიერის დასრულებას?
ჯეიმი ვარდი დღესდღეობით პრემიერლიგის ერთ-ერთი გამორჩეული გოლეადორია და წინა სეზონში, კარიერაში პირველად, ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის წოდებაც მოიპოვა. ინგლისის ელიტარულ დივიზიონში მის აქტივში უკვე 114 გოლია და ამ შედეგით ყველა დროის მეგოლეთა შორის მე-19 ადგილს იკავებს. თუმცა, შესაძლოა 34 წლის ინგლისელის კარიერაცა და ცხოვრებაც იმნაირად წარმართულიყო, რომ ის ფართო მასებს საერთოდ არ გაეცნოთ. თუ რა გზა […]
ბიჭს, რომელიც ექიმების აზრით სიარულს ვერ შეძლებდა, პროფესიონალურ ფეხბურთში დებიუტი ჰქონდა
5 წლის ინგლისელ ბიჭუნას დეკლან ტომპსონს ექიმებმა მენჯისა და ბარძაყის ძვლების მძიმე დაავადება დაუდგინეს და უთხრეს, რომ შესაძლოა ფეხზე ვეღარასდროს გაევლო, თუმცა გავიდა 13 წელი და მას პროფესიონალ ფეხბურთში დებიუტი ჰქონდა. ადრეულ ასაკში დასმულ მძიმე დიაგნოზს სპორტზე შეყვარებული ბიჭუნასთვის ოცნების ასრულებაში ხელი არ შეუშლია. მიუხედავად არაერთი ოპერაციისა, შშმ პირებისთვის განკუთვნილი ეტლით 18-თვიანი სარგებლობისა და სასტიკად […]
ედი ჰაუს მემკვიდრე გამოუჩნდა – ბორნმუთს ახალი მწვრთნელი ჰყავს
პრემიერლიგიდან ჩემპიონშიფში დაქვეითებულ “ბორნმუთს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – ედი ჰაუს 12-წლიანი მემკვიდრეობა მისმა ყოფილმა ასისტენტმა ჯეისონ ტინდალმა გადაიბარა. 42 წლის სპეციალისტი მთელი კარიერის განმავლობაში ჰაუს ემსახურებოდა და დამოუკიდებლად 1 პროფესიონალური მატჩიც კი არ ჩაუტარებია. ტინდალი 1998-2006 და 2009-11 წლებში სწორედ “ალუბლების” ღირსებას იცავდა და ამ გუნდის საკულტო ფიგურადაც მიიჩნევა.
ვესტ ბრომვიჩი პრემიერ ლიგაში დაბრუნდა
22 ივლისს, ინგლისის რანგით მეორე ჩემპიონატის (ჩემპიონშიფის) ბოლო, 46-ე ტურის მატჩები გაიმართა. ეს ტური ფრიად მნიშვნელოვანი გახლდათ, რადგან პრემიერ ლიგის საგზურისთვის 3 გუნდი იბრძოდა: “ფულემი”; “ვესტ ბრომვიჩი” და “ბრენტფორდი”. ამ 3 გუნდიდან ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო გამარჯვება. “ბრენტფორდი” შინ 1:2 დამარცხდა, “ფულემმა” ფრედ 1:1 ითამაშა და “ვესტ ბრომვიჩმა” 2:2. თუმცა ვინაიდან და რადგანაც, ამ ტურამდე […]
16 წლის შემდეგ, ლიდსი პრემიერლიგის ცხრილში მე-13 ადგილს იკავებს
მიუხედავად იმისა, რომ “ლიდს იუნაიტედმა” პრემიერლიგაში, 21-ე საუკუნეში მხოლოდ 4 წელი ითამაშა, ყველა დროის სატურნირო ცხრილში მაინც მე-13 ადგილს იკავებს. რამდენიმე დღის წინ, 16-წლიანი პაუზის შემდეგ, “ლიდსი” ელიტარულ ინგლისურ ფეხბურთს დაუბრუნდა, ამდენი წლის განმავლობაში კი ბევრმა გუნდმა მათი გადასწრება მაინც ვერ მოახერხა. მაგალითად, “კრისტალ პალასმა” და “ლესტერ სიტიმ”, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი 4 წლის […]
მანჩესტერის ქომაგებმა რაშფორდს შეუტიეს – ინგლისელმა პოსტი წაშალა
“მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივრების აგრესიული რეაქციის შემდეგ, მარკუს რაშფორდს Tweeter-ში განთავსებული პოსტის წაშლა მოუწია. საქმე ის გახლავთ, რომ ინგლისელმა ფეხბურთელმა “ლიდს იუნაიტედს” 16-წლიანი პაუზის შემდეგ, პრემიერლიგაში დაბრუნება მიულოცა, რამაც ცხადია “წითელი ეშმაკების” ქომაგები გააღიზიანა – ეს ორი კლუბი ხომ ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ ემტერება. ლიდსში, ცნობილი გამოთქმაც კი არსებობს: “ჩვენ უფრო გვძულს “მანჩესტერი”, ვიდრე გვიყვარს “ლიდსი“. “როგორც იუნაიტედის […]
16-წლიანი პაუზის შემდეგ: ლიდსი პრემიერლიგაში დაბრუნდა
16-წლიანი პაუზის შემდეგ, “ლიდს იუნაიტედი” პრემიერლოგაში დაბრუნდა. ისტორიული ინგლისური გუნდი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ელიტის კარზე აკაკუნებს და საუკეთესო ოც გუნდში მოსახვედრად 1 ნაბიჯი აკლდება, საბოლოოდ პრემიერლიგაში ითამაშებს. გამოცდილი არგენტინელი მწვრთნელის მარსელო ბეილსას გუნდის ეს წარმატება ოფიციალური მას მერე გახდა, რაც ჩემპიონშიფის 45-ე ტურში, მათი უშუალო კონკურენტი “ვესტ ბრომვიჩი” “ჰადერსფილდთან” 1:2 დამარცხდა. ინგლისის სამგზის ჩემპიონი, […]
ისტორიაში პირველად: უიკომბი ჩემპიონშიფში აღზევდა
ისტორიაში პირველად, “უიკომბ ვანდერერსი” ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში ითამაშებს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ინგლისის ლიგა 1-ის ფლეი-ოფის ფინალში კლუბმა “ოქსფორდ იუნაიტედი” 2:1 დაამარცხა. საინტერესოა, რომ “უიკომბში” მსოფლიოს ყველაზე მძიმეწონოსანი და გამორჩეულად კურიოზული ფეხბურთელი ადებაიო აკინფენვა თამაშობს, რომელმაც გამარჯვება ასეთი საინტერესო კომენტარით შეაფასა. 🗣 “Wycombe’s in the Championship, wait wait i’ll say it one more […]
მათემატიკოსების პროგნოზი: როგორი იქნება პრემიერლიგა მილიონი წლის თავზე?
მაშინ, როცა პრემიერლიგაში გრანდების რაოდენობა გაიზარდა, დიდი ოთხეული დიდ ექვსეულად გადაკეთდა და ტიტულის მოგების შანსი ოთხ გუნდს თითქმის თანაბარი აქვს, რთულია იმის პროგნოზი რომელი გუნდი გახდება ჩემპიონი მომავალ სეზონში. სამაგიეროდ, ეს დაბრკოლებას არ წარმოადგენს ბრიტანული მეცნიერებისთვის, რომლებმაც ძალზედ უცნაური და საინტერესო გამოკვლევის შედეგები შემოგვთავაზეს. ინგლისელ მათემატიკოსთა ჯგუფმა, სპეციალური ალგორითმის მეშვეობით, პრემიერლიგის დაარსებიდან მილიონი წლის შემდეგ […]