ტორონტო პლეი-ოფს მიღმა დარჩა | VIDEO
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ, პლეი-ინის მატჩები გაიმართა. ტორონტოში, “Scotiabank Arena”-ზე “ტორონტოსა” (9) და “ჩიკაგოს” (10) დაპირისპირება შედგა, რომელიც მასპინძელთა მარცხით 105:109 დასრულდა. სტუმარი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი ზაკ ლავინმა დაიდო, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 40:22 წუთში 39 ქულის, 6 მოხსნისა და 3 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. გამომდინარე იქიდან, რომ “ჩიკაგომ” რეგულარული სეზონი […]
კაილ კუზმას გადამწყვეტი 3-ქულიანი | VIDEO
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “ვაშინგტონისა” და “ჩიკაგოს” დაპირისპირება შედგა. ვაშინგტონში, “Capital One Arena”-ზე გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 100:97 დასრულდა. შეხვედრის დასრულებამდე 15 წამით ადრე, იმ დროს, როდესაც ანგარიში 97:97 იყო, კაილ კუზმამ “ვაშინგტონის” შეტევა წამოიწყო და თავადვე დააგვირგვინა. კუზმას “Game Winner”-ით მასპინძლებმა მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვეს.
ინდიანა დამარცხდა – ბითაძეს სათამაშო დრო მიეცა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “ინდიანასა” და “მინესოტას” დაპირისპირება შედგა. ინდიანაპოლისში გამართული მატჩი მასპინძელთა მარცხით, 101:115 დასრულდა, რითიც “პეისერსის” 5-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა. “ინდიანას” ქართველმა ცენტრმა – გოგა ბითაძემ პარკეტზე 15:27 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში 4 ქულის, 3 მოხსნისა და 1 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. “ინდიანას” პარალელურად, რიგით მე-5 მარცხი იწვნია […]
13 ქულა და 9 მოხსნა მამუკელაშვილის სტატისტიკა ჩიკაგოს წინააღმდეგ | VIDEO
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პრესეზონის უკანასკნელ შეხვედრაში, “ჩიკაგოსა” და “მილუოკის” დაპირისპირება შედგა. ჩიკაგოში, გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 127:104 დასრულდა. “ბაქსის” რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 32:00 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში ქართველმა ფორვარდმა 13 ქულის, 9 მოხსნისა და 4 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. View this post on Instagram A post shared by Goran Dragic (@the_1_dragon) […]
Eurohoops – შენგელიას კარიერის გაგრძელება NBA-ში სურს
გავლენიანი საკალათბურთო მედია საშუალება Eurohoops-ი, ევროლიგაში მოასპარეზე 10 საუკეთესო კალათბურთელის ვინაობას ასახელებს, რომელთაც კარიერის გაგრძელება ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) შეუძლიათ. Eurohoops-ი შენგელიას ევროლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ ლიდერად მიიჩნევს, რომლის ტრანსფერზეც ევროპული გრანდები მუშაობენ. გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროპული გრანდების ინტერესის მიუხედავად, შენგელიას კარიერის გაგრძელება NBA-ში სურს. თორნიკე შენგელია (30 წლის – 2012 წლის NBA-ს დრაფტი: 42) Eurohoops: […]
მილუოკი 116:100 ჩიკაგო | VIDEO
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი-ოფის მე-5 შეხვედრაში, “მილუოკი” “ჩიკაგოს” დაუპირისპირდა. მილუოკიში გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 116:100 დასრულდა. “მილუოკი ბაქსმა” სერიაში 4:1 გაიმარჯვა და 1/4-ფინალური საგზური მოიპოვა, სადაც “ბოსტონ სელტიქსს” დაუპირისპირდება. “ბაქსის” გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გუნდის ლიდერმა – იანის ანტეტოკუნმპომ, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 30:07 წუთში, 33 ქულის, 9 მოხსნისა და 3 შედეგიანი გადაცემის შესრულება შეძლო.