მაისური, რომელიც ლეგენდარულ კალათბურთელს მაიკლ ჯორდანს 1998 წლის NBA-ს ფინალში ეცვა, რეკორდულ 10,1 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს არის ყველაზე დიდი თანხა, რაც სპორტულ მაისურში გადახდილა. Sotheby’s წარმომადგენლების განცხადებით, მაისურმა საგრძნობი აღფრთოვანება გამოიწვია სპორტის მოყვარულებსა და კოლექციონერებში. წინა რეკორდი დიეგო მარადონას მაისრუს ეკუთვნის, რომელიც 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ეცვა. ლეგენდარული ფეხბურთელის მაისური 9,28 მილიონ დოლარად გაიყიდა. […]