ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ, პლეი-ინის მატჩები გაიმართა. ტორონტოში, “Scotiabank Arena”-ზე “ტორონტოსა” (9) და “ჩიკაგოს” (10) დაპირისპირება შედგა, რომელიც მასპინძელთა მარცხით 105:109 დასრულდა. სტუმარი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი ზაკ ლავინმა დაიდო, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 40:22 წუთში 39 ქულის, 6 მოხსნისა და 3 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. გამომდინარე იქიდან, რომ “ჩიკაგომ” რეგულარული სეზონი […]