ეროვნული ლიგა: XVIII ტურის TOP 3 გოლი (ვიდეო)
საქართველოს ჩემპიონატის 2020 წლის სეზონი მე-18 ტურის შეხვედრებით დასრულდა. ბოლო სათამაშო კვირამ განსაკუთრებული უხვგოლიანობით თავი ვერ დაგვამახსოვრა. რამდენიმე ინტრიგა ბოლო ტურამდე შემორჩა და სწორედ ამიტომ გუნდებს გაცილებით პრაგმატული მიზნები ჰქონდათ, ვიდრე ხალისიანი ფეხბურთის თამაშია. მეთვრამეტე ტურის შედეგები: “თელავი” – “ტორპედო” 1:1 “საბურთალო” – “სამტრედია” 2:1 “დინამო ბათუმი” – “ჩიხურა” 0:0 “დინამო თბილისი” – ”მერანი” 3:0 […]
თელავის ფეხბურთელმა ჩიხურას გოლი ხელით გაუტანა (ვიდეო)
საქართველოს თასი | გუნდები ნახევარფინალისთვის დაწყვილდნენ
2 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. მასში მონაწილეობას კრისტალბეთ ეროვნული ლიგიდან და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-დან ორი-ორი გუნდი იღებდა. წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: დღევანდელ წილისყრაზე ასევე გაირკვა 2020 წლის დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალის პირობითი მასპინძელი. ფინალურ მატჩს მასპინძლის სტატუსით წყალტუბოს “სამგურალსა” და საჩხერის “ჩიხურას” წყვილში […]
ეროვნული ლიგა: X ტურის სიმბოლური გუნდი
ეროვნულ ლიგაში მეათე ტურის შეხვედრები დასრულდა და საქართველოს ჩემპიონატმა თითქმის ერთთვიანი პაუზაა აიღო. ზაფხული პირველ პოზიციაზე “დინამო ბათუმმა” დაასრულა, რომელმაც ბოლო შეხვედრა თბილისში, “მერანს” – 2:1 მოუგო. აჭარელთა ლიდერობაში წვლილი მათმა უშუალო კონკურენტმაც შეიტანა – “დინამო თბილისმა” ქულები კახეთში, “თელავთან” დაკარგა – 0:0. კიდევ ერთი უგოლო ფრე ითამაშა კიდევ ერთმა თბილისურმა კლუბმა – “ლოკომოტივმა” სამტრედიიდან ქულა წამოიღო. […]
ეროვნული ლიგა: I წრის TOP 5 გოლი (ვიდეო)
საქართველოს ეროვნულ ლიგაში პირველი წრე დასრულდა და გუნდებმა საწყის 9 ტურში რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდი შემოგვთავაზეს. კარანტინის შემდეგ რამდენიმე გუნდის გარდა, უმეტესობა უხვგოლიანობით არ გამოირჩეოდა, თუმცა საერთო ჯამში, გულშემატკივარმა 101 გატანილი გოლი იხილა, საიდანაც Live.ge-ს ვერსიით, 5 საუკეთესოს წარმოგიდგენთ. პირველი წრის ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრები: “ლოკომოტივი” – “სამტრედია 3:1 (1 ტური) “ჩიხურა” – “ლოკომოტივი” 1:3 (2 ტური) […]
ეროვნული ლიგა: IX ტურის TOP 3 გოლი (ვიდეო)
ეროვნული ლიგის პირველი წრის ბოლო ტური ხუთ დღეს გაგრძელდა და გულშემატკივარს თითო დღეს თითო შეხვედრის ხილვის შესაძლებლობა მიეცა. მეცხრე ტური ქუთაისში, “ტორპედოსა” და “თელავის” ფრით (1:1) დაიწყო და 11 აგვისტოს, სამტრედიაში, ადგილობრივი გუნდის “საბურთალოსთან” მარცხით (1:2) დასრულდა. მეცხრე ტურის შედეგები: “ტორპედო” – “თელავი” 1:1 “მერანი” – “დინამო თბილისი” 1:2 “ჩიხურა” – “დინამო ბათუმი” 0:4 “დილა” […]
დინამო თბილისი 1:0 ჩიხურა (მიმოხილვა)
ეროვნული ლიგა: VI ტურის TOP 3 გოლი (ვიდეო)
ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში, გულშემატკივარმა მხოლოდ ერთი უგოლო ფრე იხილა (თბილისური დერბი “საბურთალოსა” და “ლოკომოტივს” შორის), დანარჩენ ოთხ შეხვედრაში კი სულ მცირე ორი გოლი გავიდა. საერთო ჯამში, გუნდებმა მეტოქის კარი 10-ჯერ აიღეს, საიდანაც Live.ge-ს ვერსიით სამ საუკეთესოს წარმოგიდგენთ. 3. რაფაელ ჩუკვურა (“თელავი”) VS “ჩიხურა” 2. შოთა კერძევაძე (“სამტრედია”) VS თბილისის “მერანი” 1. ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმის “დინამო”) […]
თელავმა შინ ზედიზედ მეორედ იმარჯვა – ჩიხურა 6 ტურის შემდეგ ბოლო ადგილზე რჩება
ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის მეორე შეხვედრა “თელავში”, “კავკასიონი არენაზე” შედგა. “თელავისა” და “ჩიხურას” დაპირისპირება 2:0 დასრულდა. მატჩის წინ, მასპინძელ გუნდს 6 ქულა ჰქონდა და მეექვსე ადგილს იკავებდა, ხოლო სტუმრები ორად-ორი ქულით ცხრილის ფსკერზე იმყოფებოდნენ. წინა ტურში, ორივე გუნდმა სტუმრად ითამაშა: “თელავი” თბილისში, “საბურთალოსთან“, სეზონის პირველი მატჩი წააგო (0:1), ხოლო “ჩიხურამ” სამტრედიაში ფრე გააგორა (0:0). საჩხერლები […]
ლევან ნონიკაშვილი: “საბურთალოში მეგობრულად დამხვდნენ, ეს ამბიციური კლუბია დიდი მიზნებით”
ეროვნული ლიგის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი პირველი ცვლილება ლევან ნონიკაშვილის საჩხერის “ჩიხურადან” “საბურთალოში” გადაბარგება გახლდათ. 25 წლის ფეხბურთელმა, იმერული კლუბის დატოვების, ახალი გუნდისა და გამოწვევების შესახებ Live.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა. გილოცავ ახალ კლუბში გადასვლას და წარმატებას გისურვებ. რატომ გადაწყვიტე “საბურთალოში” გადაბარგება და როგორია პირველი ემოციები? მადლობა მოლოცვისთვის. “ჩიხურაში” თავს კარგად ვგრძნობდი და კარგი გარემო იყო, თუმცა […]
ლოკომოტივის სიხარული
“ლოკომოტივმა” ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო. თბილისურმა კლუბმა ეროვნული ლიგის საწყისი ორივე ტური მოიგო, 6 გოლი გაიტანა, მხოლოდ 2 მიიღო და სატურნირო ცხრილში გალიდერდა. მეორე ტურის შეხვედრა “რკინიგზელებმა” მიხეილ მესხის სახელობის არენაზე, საჩხერის “ჩიხურასთან” გამართეს, რომელიც თბილისში ნომინალური მასპინძლის სტატუსით თამაშობს. “ლოკომ”, რომელმაც წინა ტურში ელიტაში დაბრუნებულ “სამტრედიას” 3:1 აჯობა, სამი ქულის მოსაპოვებლად თამაში პირველივე წუთებიდან […]
პირველი გოლები და 3 ქულა – საბურთალო ეროვნული ლიგის ლიდერია
გიორგი კორიფაძე პირველი ფეხბურთელია, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატის ახალ სეზონში გოლის გატანა მოახერხა. საჩხერის “ჩიხურას” საშტატო პენალტისტმა მიზანს სეზონის რიგით მესამე შეხვედრაში, 11-მეტრიანი დისტანციიდან მიაღწია. იმერული კლუბის გამოცდილმა მცველმა საქართველოს თასისა და სუპერთასის მოქმედ გამარჯვებულს და წინა სეზონის მესამეადგილოსან “საბურთალოს” გაუტანა. თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე გამართულ შეხვედრაში, ანგარიში 21-ე წუთზე გახსნა და მას მერე გულშემატკივარმა […]