ცნობილი გახდა იმ მეტოქის ვინაობა ვისაც ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი ნაგოია ბაშოს რიგით მეხუთე დღეს დაუპირისპირდება, ეს მოქმედი ჩემპიონი ასანოიამაა. პირველ მაეგაშირასთან ბოლო შეხვედრა გულშემატკივარს სკანდალურად ახსოვს, მაშინ საჩემპიონო რბოლაში აქტიურად ჩართულ ლევან გორგაძეს აშკარა გამარჯვება ჯიბიდან ამოაცალეს. ასანოიამა ჯერჯერობით 1 გამარჯვებითა და 2 მარცხითაა, გოეიდოსთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ იგი ჯერ ჰაკუჰოსთან შემდეგ კი კაკურიუსთან დამარცხდა. […]