კოვინგტონი VS ჩიმაევი | დანა უაითი ახალ დაპირისპირებას აანონსებს
The MacLife-თან მიცემულ ინტერვიუში დანა უაითმა საინტერესო ღონისძიება დააანონსა. როგორც ვიცით, დაგეგმილია მესამე ორთაბრძოლა ჩემპიონ ლეონ ედვარდსსა და კამარუ უსმანს შორის. შესაძლოა, ამ საღამოსვე შედგეს ხამზატ ჩიმაევისა და კოლბი კონიგტონის დაპირისპირებაც. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დანას კოლბისა და ხამზატის ბრძოლის დანიშვნა სურდა. გილბერტ ბარნსთან დაპირისპირებამდე, UFC-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კავკასიელი მებრძოლის გამარჯვების შემთხვევაში […]
ჟირი პროჰაცკა: “სამი დღის განმავლობაში ბნელ ოთახში, საკვების გარეშე ვიჯექი”
UFC-ის ჩემპიონი მძიმე წონაში, ჟირი პროჰაცკა გულშემატკივრების გაოგნებას აგრძელებს. ის ბრძოლებისთვის საკმაოდ განსხვავებულად ემზადება. ახლახან ჩეხმა მებრძოლმა ბნელ ოთახში სამი დღე გაატრა. პროჰაცკა მედიტაციის დიდი მხარდაჭერია და ამას ხშირად აკეთებს. ”სამი დღის განმავლობაში ბნელ ოთახში, საკვების გარეშე ვიჯექი. აქ შენს თავზე მუშაობა და საკუთარ დემონებთან ბრძოლა შეგიძლია. ამ თემაზე ბევრი საუბარი არ მინდა, რადგან ეს […]
UFC სიაახლეებს გვპირდება | დანა უაითს უცნაური გეგმები აქვს
UFC სახეში სილის გარტყმის ლიგის შექმნაზე, სერიოზულად ფიქრობს. MMA Junkie-ის ცნობით, დანა უაითის გუნდმა, ნევადის სპორტულ კომისიაში, უკვე წარადგინა პრეზენტაცია ახალი ლიგის ჩამოყალიბების თაობაზე. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და არაა გამორიცხული, რომ UFC-ის პრეზიდენტის ჩანაფიქრი განხორციელდეს. თუ მოვლენები ისე განვითარდა, როგორც დანა უაითს სურს, დიდი ალბათობით, სახეში სილის გარტყმა გახდება საბრძოლო სპორტი, რომელშიც […]
UFC საკუთარ მებრძოლებს შეზღუდვებს უწესებს
UFC-ის მებრძოლებს და მათ გუნდებს, UFC-ის სპორტსმენების ქცევის კოდექსის თანახმად, ბრძოლებზე ფსონების განთავსების უფლება აღარ ექნებათ. სპორტსმენებსა და მათ მენეჯერებს, ცვლილების შესახებ, თავად UFC-ის ბიზნესის განყოფილების მთავარმა დირექტორმა ჰანტერ კემპბელმა შეატყობინა. ცნობილი გამოცემა MMAJUNKIE აღნიშნული ელექტრონული ფოსტის ასლს ავრცელებს: აღნიშნული ცვლილებები წესებში არ ნიშნავს, რომ სპორტსმენებს ეკრძალებათ სპონსორული ურთიერთობა აზარტულ კომპანიებთან. „სპორტსმენებს ეკრძალებათ ფსონების დადება […]
ბო ნიკალის დებიუტი UFC-ში დეკემბერში შედგება
ბო ნიკალის UFC-ის დებიუტი წლის ბოლოს შედგება. ის 12 დეკემბერს UFC 282-ზე გამოცდილ ვეტერანს ჯეიმი პიკეტს შეხვდება. ნიკალი MMA-ს ხუთი მებრძოლიდან ერთ-ერთი იყო, რომელმაც DWCS მე-6 სეზონის ბოლო ეპიზოდზე კონტრაქტი გააფორმა. ის არა მხოლოდ წარმოუდგენლად ნიჭიერი მოჭიდავეა, ძალიან საზრიანიც გამოდგა, რაზეც მისი განცხადება მოწმობს ჩიმაევისა და ლოგან პოლის შესახებ. “თუ UFC-ს თანახმაა, მომეცით ეს შვედი […]
რაულ როსას ჟუნიორი UFC-ის ყველაზე ახალგაზრდა მებრძოლი გახდა
DWCS 55-ზე 17 წლის როსასი პირველად გამოჩნდა და MMA-ის სამყარო შოკში ჩააგდო. მისი მეტოქე 25 წლის მანდო გუტიერესი იყო, რომლის წინააღმდეგაც თინეიჯერი ძალიან მრისხანედ გამოიყურებოდა. როსასმა გუტიერესი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. მისი არაჩვეულებრივი შესრულების შემდეგ, UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა მებრძოლს კონტრაქტი მისცა. 17 წლის როსასი UFC-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მებრძოლი გახდა. სამივე რაუნდის განმავლობაში რაული […]
კულისებში დაწყებული ჩხუბის გამო, UFC-ის პრესკონფერენცია გაუქმდა
უსაფრთხოების მიზნით, UFC-ის ისტორიაში პირველად პრესკონფერენცია გაუქმდა. მიზეზად ჩიმაევისა და დიასის გუნდებს შორის კულისებში დაწყებული ჩხუბი სახელდება. მოგვიანებით დანა უაითმა განაცხადა, რომ ხამზატ ჩიმაევსა და კევინ ჰოლანდს შორის ჩხუბი ატყდა და შემდეგ ეს ყველაფერი დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დანა უაითის თქმით, პრესკონფერენციის გაუქმება, მებრძოლების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სწორი ნაბიჯი იყო. უაითმა აღნიშნა, რომ UFC-ს არ ჰყავდა საკმარისი […]
რამდენი გამოიმუშავა დვალიშვილმა ლეგენდარული ალდოს დამარცხებით?
UFC 278-ის ივენთზე მერაბ დვალიშვილმა ლეგენდარული ჟოზე ალდო დაამარცხა. ეპოქალური გამარჯვების მოპოვების შემდეგ, ქართველ მებრძოლს ოქტაგონზე მოპოვებული ზედიზედ 8 გამარჯვება დაუგროვდა. ჟოზე ალდო საჩემპიონო ქამრის ყოფილი მფლობელია. მისი დამარცხება მერაბისთვის სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯია იმისათვის, რომ უკეთესი ბრძოლები მიიღოს. ამ გამარჯვებით დვალიშვილი, დიდი ალბათობით, მიუახლოვდება საჩემპიონო ბრძოლას. თუმცა, თანა უაითმა ბრძოლების შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ […]
ამირან გოგოლაძე დანა უაითს სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა
UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა. ვიდეოში Dana White’s Contender Series-ის დაბრუნებაზეა საუბარი, რომელიც უკვე 5 წელია არ ჩატარებულა. View this post on Instagram A post shared by Dana White (@danawhite) ყოველი სეზონის განმავლობაში, ამ პროექტის საშუალებით, უამრავი მებრძოლი ხვდებოდა UFC-ში. შონ ომალი ერთ-ერთი მათგანია, ვინც ეს გზა განვლო. Contender Series-ის […]
დანა უაითს შონ ო’მალისთვის საინტერესო გეგმები აქვს
UFC-ის პრეზიდენტი დანა უაითი მზადაა შონ ო’მალი ახალ დონეზე აიყვანოს. ამისთვის შონს ერთადერთი რამ ევალება, დაამარცხოს პედრო მუნიოსი. აღნიშნული ორთაბრძოლა შაბათ საღამოს, ლას-ვეგასში, T-Mobile Arena-ზე გაიმართება. ამ შეხვედრის წარმატებით დასრულების შემდეგ ო’მალი TOP 10-ის მებრძოლს შეხვდება. თუ ო’მალი მოიგებს ამ ბრძოლას ამით ის მოხვდება TOP 10-ში. შემდეგ თქვენ მას იხილავთ ისეთ ბიჭებთან, როგორებიც არიან სონგ […]
ხაბიბი შესაძლოა UFC-ში დაბრუნდეს
ხაბიბ ნურმაგომედოვი შესაძლოა UFC-ში დაბრუნდეს. დაღესტანელმა მებრძოლმა ბოლო შეხვედრა ჯასტინ გეიჯისთან ჩაატარა და მისთვის ჩვეული სტილით დაამარცხა . კავკასიელს კარიერაში 29 გამარჯვება მოუგროვდა და არცერთი მარცხი არ ჰქონია. “არწივმა” კარიერის დასრულება მისი მამის და პირადი მწვრთნელის, უეცარი სიკვდილის შემდეგ გადაწყვიტა. ის დედამისს დაჰპირდა, რომ ოქტაგონზე აღარ იბრძოლებდა. თუმცა, ხაბიბი UFC-ში სხვა ამპლუაში დაბრუნდება. ის ამჯერად […]
ფიური Vs. ნგანუ – ტიტანების ბრძოლის გამართვის თარიღი ცნობილია
კრივისა და შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) გულშემატკივრებს ნამდვილი დღესასწაული ელით. გავრცელებული ინფორმაციით, ლეგენდარული ბრიტანელი მოკრივე – ტაისონ ფიური, UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის მოქმედ ჩემპიონს – ფრენსის ნგანუს დაუპირისპირდება. ორი სახელოვანი მძიმეწონოსანის ბრძოლა კრივის წესებით, რინგზე გაიმართება, თუმცა მებრძოლები UFC-ის ხელთათმანებით დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ტაისონ ფიურიმ სენსაციურად დაადასტურა, რომ ფრენსის ნგანუს მომავალ წელს, ლას ვეგასში დაუპირისპირდება. მიმომხილველები […]