რუსი ჩოგბურთელი დანილ მედვედევი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში, ნოვაკ ჯოკოვიჩთან უშანსოდ დამარცხების შემდეგ ნიდერლანდებში, როტერდამის ტურნირზე ჩავიდა, სადაც მისი პირველი მეტოქე სერბი, დუშან ლაიოვიჩი გახლდათ. შეხვედრის უპირობო ფავორიტად ექსპერტებმა, ცხადია, რომ მედვედევი მიიჩნიეს, თუმცა რუსი ჩოგბურთელი მის მეტოქესთან 2-სეტში, ანგარიშით 6:7(4); 4:6 – დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ მედვედევმა ავსტრალიის ღია პირველობამდე მიჯრით 20 შეხვედრაში იმარჯვა, რაც […]