UFC-ის ცხელი ზაფხული – საჩემპიონო ბრძოლები ივლისსა და აგვისტოში
შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მოყვარულებს ცხელი ზაფხული ელით. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის ივლისსა და აგვისტოში UFC-ის ორი გამორჩეული ივენთი გაიმართება, რომელშიც საჩემპიონო ბრძოლებთან ერთად, რამდენიმე განსაკუთრებული დაპირისპირებაც შედგება. ცხელი ზაფხულის ერთ-ერთი გამორჩეული საღამო 30 ივლისს, სოლთ ლეიქ სითიში გაიმართება. UFC 291-ის ივენთზე საჩემპიონო ბრძოლას ვიხილავთ, რომელშიც დასტინ პორიესა და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება შედგება. […]
დასტინ პორიე დანა უაითისა და მისი მეუღლის დაპირისპირების ვიდეოს გამოეხმაურა. მებრძოლი პირდაპირ აფიქსირებს, რომ UFC-ის პრეზიდენტის ქმედება არასწორი იყო. ქალზე ხელი არასდროს უნდა აწიო. არ ვიცი რა შედეგები მოჰყვებოდა ასეთი რამ სხვას, რომ გაეკეთებინა. წარმოდგენა არ მაქვს. ეს ნამდვილად არ არის კარგი საქციელი. ” – განაცხადა დასტიონ პორიემ Bloody Elbow-სთან საუბრისას. UFC-ის პრეზიდენტი და ენ […]
ხაბიბი დრონმა შეაწუხა და მუშტიც უთავაზა | VIDEO 
სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ხაბიბი მარტო ვარჯიშობს ცარიელ დარბაზში. როგორც ჩანს, ვიღაცამ ამ ყველაფრის გადაღება გადაწყვიტა, რამაც ხაბიბს, ცოტა არ იყოს, ნერვები მოუშალა და “არწივმა” მაშინვე ძლიერი მარჯვენა პირდაპირი გაუშვა დრონისკენ. ხაბიბ ნურმაგომედოვი უდავოდ არის UFC-ის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი. “არწივმა” დაუჯერებელი დაუმარცხებელი სერია შემოგვთავაზა, რომელიც 29 ბრძოლას მოიცავდა. მის ოპონენტთა სიაშია ისეთი სახლოვანი მებრძოლები […]
10 ყველაზე გამორჩეული მებრძოლი UFC-ში
საბრძოლო ხელოვნების განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია UFC-ის ცნობადობის ამაღლებამ. კრივისა და ჭიდაობის გაერთიანებამ MMA ახალ ელიტურ სპორტად ჩამოაყალიბა, რომლის მაყურებელთა რაოდენობაც წლიდან წლამდე იზრდება. UFC-ის ჩვეულებრივი მებრძოლები სუპერვარსკვლავებად ჩამოყალიბდნენ. თითქმის, ყოველ შაბათ-კვირას 12 სხვადასხვა წონით კატეგორიაში, უამრავი ეროვნების მებრძოლი გამოდის ოქტაგონზე და მაყურებლის წინაშე არაჩვეულებრივ შოუს დგამს. სისხლი, ოფლი, ტკივილი, დრამა და უსაზღვრო ემოციები. ეს […]
ლეგენდის დაბრუნება – მაკგრეგორი ძველი დიდების აღსადგენად იბრძოლებს!
შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) სუპერვარსკვლავი და ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური წარმომადგენელი – კონორ მაკგრეგორი ოქტაგონზე დასაბრუნებლად ემზადება. არ არსებობს სპორტის ამ სახეობის გულშემატკივარი, რომელსაც კონორ მაკგრეგორის შესახებ არ სმენია. ირლანდიელ მებრძოლს მსოფლიოს მასშტაბით ფანების უდიდესი არმია ჰყავს და უკანასკნელი ცნობების თანახმად, გულშემატკივრები ლეგენდის დაბრუნების ხილვას უმოკლეს დროში შეძლებენ. ირლანდიელმა მებრძოლმა, რომელიც UFC-ის ნახევრად მსუბუქი და მსუბუქი […]
უსმანი, გეიჯი, პორიე – რას წერენ UFC-ის ვარსკვლავები ჭიკაძის ბრძოლის შესახებ
UFC-ის ეგიდით გამართულ ივენთებზე ზედიზედ მოპოვებული 7 გამარჯვების შემდეგ, გიგა ჭიკაძე კელვინ კატარს დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, 5-რაუნდიან დრამატულ ბრძოლაში ჭიკაძე მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. ჭიკაძისა და კატარის ბრძოლა საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა და UFC-ის გულშემატკივრებთან ერთად, ორგანიზაციის პრეზიდენტი და ლეგენდარული მებრძოლები აღაფრთოვანა. დანა უაითი, კამარუ უსმანი, ჯასტინ გეიჯი, დასტინ პორიე, კაბ სვენსონი და სხვები ერთხმად აღნიშნავენ, რომ 2022 […]
UFC 269 – ცნობილია, თუ რა თანხა გამოიმუშავეს მებრძოლებმა
2021 წელი დასასრულს მიუახლოვდა და წლის ბოლოს ლას ვეგასში უმნიშვნელოვანესი ივენთი გაიმართა. 12 დეკემბერს, გამთენიისას, UFC 269-ის ივენთზე, ორი საჩემპიონო ბრძოლის პარალელურად – რამდენიმე გამორჩეული დაპირისპირებაც შედგა. მეინ ქარდზე ფანების რჩეული – შონ ო’მალი არანაკლებ პოპულარულ რულიან პაივას დაუპირისპირდა. ყოფილმა ჩემპიონმა კოდი გარბრანდტმა წონა შეიცვალა და კაი კარა-ფრანსს შეერკინა. UFC 269-ის ივენთზე, ჩარლზ ოლივეირამ საჩემპიონო ქამარი დასტინ პორიეს […]
ოლივეირა Vs. პორიე – ნუნეში Vs. პენია UFC 269-ის ორი საჩემპიონო ბრძოლა | პრევიუ
UFC 269-ის ივენთზე, ჩარლზ ოლივეირა საჩემპიონო ქამრის დაცვას დასტინ პორიეს წინააღმდეგ შეეცდება. UFC-ის მსუბუქი წონითი კატეგორიის უმნიშვნელოვანესი დაპირისპირების პარალელურად, ივენთზე კიდევ ერთი საჩემპიონო ბრძოლა გაიმართება. ამანდა ნუნეში ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის საჩემპიონო ქამრის დასაცავად, ჯულიანა პენიას დაუპირისპირდება. 2021 წელი დასასრულს მიუახლოვდა და წლის ბოლოს ლას ვეგასი უმნიშვნელოვანეს ივენთს მასპინძლობს. 12 დეკემბერს, გამთენიისას, UFC 269-ის ივენთზე, ორი […]
ნურმაგომედოვი არ ჩერდება – დაუმარცხებელი ჩემპიონი დინების საწინააღმდეგოდ ცურავს | VIDEO
დათვთან ჭიდაობისა და ექსტრემალურ პირობებში წონის დაგდების შემდეგ, ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ ხაბიბი გულშემატკივრების გაკვირვებას კიდევ შეძლებდა, თუმცა სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა კადრებმა ფურორი მოახდინა. 2019 წელს, დასტინ პორიეს წინააღმდეგ გასამართი ბრძოლისათვის UFC-ის დაუმარცხებელი ჩემპიონი განსაკუთრებით ემზადებოდა. დაღესტანში, ყინულივით ცივ მდინარე კიზილიურტში, ნურმაგომედოვი დინების საწინააღმდეგო მიმართულებით ცურავდა. Khabib Nurmagomedov turns 33 today. He once trained for […]
კოლოსალური თანხა რომელიც მაკგრეგორმა და UFC 264-ის მებრძოლებმა გამოიმუშავეს
UFC 264-ის ივენთზე, არაერთი განსაკუთრებული ბრძოლა გაიმართა, რომელმაც მაყურებლის მოლოდინი გაამართლა. ქართველი გულშემატკივრის განსაკუთრებულ ინტერესს ილია თოფურია იწვევდა, რომელმაც მეტოქე პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. UFC 264-ის მეინ ქარდზე, დასტინ პორიესა და კონორ მაკგრეგორის ტრილოგიის გადამწყვეტი ბრძოლა შედგა. ბევრისათვის მოულოდნელად, სახელოვანმა ირლანდიელმა მებრძოლმა კოჭი მოიტეხა და ტექნიკური მარცხი დაუფიქსირდა. შესაძლოა უამრავი გულშემატკივრისათვის მაკგრეგორის მარცხი მოულოდნელი იყო, […]
ფლოიდ მეივეზერმა დასტინ პორიეს მოგებაზე 50 ათასი დოლარი დადო
ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მოკრივემ, ფლოიდ მეივეზერმა, კონორ მაკგრეგორთან დასტინ პორიეს მოგებაზე ფსონის სახით 50 ათასი დოლარი განათავსა და 85 700 დოლარი მოიგო. მეივეზერმა ტვიტერის პირად გვერდზე მოგებული ბილეთის ფოტო ატვირთა და პორიეს საჯაროდ მადლობაც გადაუხადა: @dustinpoirier , thanks for getting me paid! pic.twitter.com/ky7OdNGWt4 — Floyd Mayweather (@FloydMayweather) July 11, 2021 ლას ვეგასში პორიესა და […]
მაკგრეგორი: ,,დასტინ, ჩემთვის ფეხი შენი დარტყმებით არ მოგიტეხავს!”
კონორ მაკგრეგორმა დასტინ პორიესთან მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ დღევანდელი ბრძოლა მათ შორის ბოლო არ ყოფილა: ,,მე ის კრივში გავანადგურე. ეს დასასრული არ არის, თუ საჭირო გახდა, ერთმანეთს ოქტაგონის გარეთაც შევხვდებით. რა ვიგრძენი, როცა დავეცი? ძვალი უბრალოდ გამიტყდა, მე კი ფეხზე მაინც ვიდექი, ისე როგორც, ანდერსონ სილვა… ეს გიჟური საქმეა… დასტინ, ჩემთვის ფეხი შენი დარტყმებით არ […]