მესი ბენზემას ნაცვლად – რეალის ფანებმა ალაბას რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს
2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ფიფას ვერსიით არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი, ლეო მესი გახდა. ფიფამ 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლეო მესი დაასახელა არგენტინელ სუპერვარსკვლავს კონკურენციას ქარიმ ბენზემა და კილიან მბაპე უწევდნენ, თუმცა ხმათა უმრავლესობით გამარჯვებული ლეო მესი გახდა. მადრიდის “რეალისა” და ავსტრიის საფეხბურთო ნაკრების ლიდერი – დავიდ ალაბა, სოციალურ ქსელებში მწვავე კრიტიკის […]
დავიდ ალაბას შესანიშნავი ჯარიმა ალმერიას კარში | VIDEO
2021/2022 წლის საუკეთესო თერთმეტეული ცნობილია
კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი, რომ ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეულები არიან ამაზე არავინ დავობს. ბევრის აზრით, ისინი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელებიც კი არიან. ჩვენ არ ვაპირებთ კამათს იმის შესახებ, თუ ვინ არის საუკეთესო, მაგრამ აშკარაა, რომ დღეს რონალდუ და მესი ვერ აჩვენებენ იმ თამაშს, რომლითაც გულშემატკივარს თავი შეაყვარეს. მიუხედავად ყველა ტურნირზე გატანილი 24 გოლისა, 37 წლის რონალდუმ […]
ალაბას ცეკვა გასახდელში, ჩელსისთან მოგების შემდეგ | VIDEO
ბაიერნის პრეზიდენტი: “ალაბაზე ნაწყენი ვარ…”
მიუნხენის “ბაიერნის” პრეზიდენტმა – ჰერბერტ ჰაინერმა, დავიდ ალაბას კლუბიდან წასვლის შესახებ ისაუბრა. გერმანისს ყველა დროის საუკეთესო კლუბის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი ნაწყენია დავიდ ალაბაზე და გაოცებულია მის ჟესტთან დაკავშირებით, რომელიც მადრიდის “რეალში” წარდგენის დროს გააკეთა. “გავოცდი და მეწყინა, როდესაც ვნახე, ჩვენთან ამდენი დროის გატარების შემდეგ, როგორ კოცნიდა დავიდ ალაბა მადრიდის “რეალის” გერბს”. – განაცხადა ჰერბერტ […]
რეალმა ალაბა წარადგინა – რამოსის წასვლის შემდეგ 4 ნომერი ავსტრიელმა მოირგო
29 წლის ავსტრიალმა მცველმა – დავიდ ალაბამ, მადრიდის “რეალში” სამედიცინო შემოწმება გაიარა და ახლა უკვე ოფიციალურად გახდა “სამეფო კლუბის” წევრი. დავიდმა კლუბთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მადრიდულ გრანდში 2026 წლამდე დარჩება. დავიდ ალაბას 4 ნომრიანი მაისური მისცეს, რომელიც სერხიო რამოსის “რეალიდან” წასვლის შემდეგ გათავისუფლდა. მადრიდის “რეალის” 4 ნომრიანი მაისურის მორგება დიდი პატივია. ამ ნომერს […]
ოფიციალურად: ალაბა რეალის ფეხბურთელია
დავიდ ალაბა კარიერას “რეალში” გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას მადრიდული კლუბი ოფიციალურად ადასტურებს. ავსტრიელი მცველი, რომელიც 2008 წლიდან “ბაიერნში” თამაშობდა, “რეალს” 1 ივლისიდან, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. ალაბას მიუნხენელებთან კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება. “რეალის” ოფიციალური განცხადების თანახმად, დავიდმა კლუბთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 28 წლის ფეხბურთელმა “ბაიერნის” რიგებში 433 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 33 გოლი […]
ალაბა და რეალი შეთანხმდნენ – ავსტრიელი მცველი კარიერას მადრიდულ გრანდში გააგრძელებს
მიუნხენის “ბაიერნის” მარცხენა მცველი, დავიდ ალაბა ახალი სეზონიდან კარიერას მადრიდის “რეალში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ევროპულმა მედია საშუალებებმა პრესტიჟული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობაზე დაყრდნობით გაავრცელეს. როგორც ირკვევა, ავსტრიელმა ფეხბურთელმა “სამეფო კლუბთან” კონტრაქტი უკვე შეათანხმა და ესპანურ გრანდს ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება – ალაბასა და “ბაიერნის” 13-წლიანი ურთიერთობა მიმდინარე წლის 30 ივნისს იწურება. ალაბა ბავარიულ კლუბს […]
მიუნხენის “ბაიერნის” ლეგენდარული მეკარე ოლივერ კანი დავიდ ალაბას აგენტის, პინი ზაჰავის ქმედებებით უკმაყოფილოა – საქმე იმაშია, რომ ავსტრიელმა ფეხბურთელმა გერმანულ გრანდთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა. ალაბას ტრანსფერის შესახებ მსოფლიო სპორტულ მედიაში ჯერ კიდევ 1 წლის წინ, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული უქმობის დროს იწერებოდა, თუმცა ფაქტია, რომ ფეხბურთელი ამ დრომდე “რეკორდმაისტერის” რიგებში რჩება. “ბაიერნის” დირექტორი ოლივერ კანი […]
დავიდ ალაბამ ახალ კლუბთან შეთანხმებას მიაღწია – ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს განცხადებით, ბაიერნის მცველი დავიდ ალაბა მადრიდის “რეალთან” კონტრაქტზე შეთანხმდა. წყაროს ცნობით, მხარეები უახლოეს კვირებში გააფორმებენ ხელშეკრულებას. “სამეფო კლუბში” ფეხბურთელის ხელფასი გადასახადების დაფარვის შემდეგ 12 მილიონი ევრო იქნება. ავსტრიელი მარცხენა მცველით ასევე აქტიურად იყო დაინტერესებული “ლივერპული”. ინგლისურმა კლუბმა 28 წლიუს ფეხბურთელს კიდევ უფრო მაღალი ხელფასი შესთავაზა, მაგრამ ალაბამ “ბლანკოსები” აირჩია, რადგან […]
ბაიერნი და რეალი მცველების გაცვლას აპირებენ
მიუნხენის “ბაიერნმა” და მადრიდის “რეალმა” შესაძლოა მცველები გაცვალონ. დავიდ ალაბას, რომელსაც “რეკორდმაისტერთან” კონტრაქტი მალე უმთავრდება და მის მიერ კლუბის დატოვების სურვილი გაცხადებულია, როგორც “სამეფო კლუბს”, ისე “ბარსელონას” და სხვა ევროპულ კლუბებს აქტიურად უკავშირებენ. ავსტრიელი მარცხენა მცველი შესაძლოა “ბლანკოსებს” შეუერთდეს, მის ნაცვლად კი გერმანიის მოქმედმა ჩემპიონმა ედერ მილიტაო მიიღოს. გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ბრაზილიელს ესპანეთში დარჩენა […]
ბაიერნმა დავიდ ალაბას შემცვლელი შეარჩია
2020 წლის სატრანსფერო პერიოდების განმავლობაში უცხოურ მედიაში არაერთხელ გაჟღერდა ხმა იმის შესახებ, თითქოს დავიდ ალაბა მიუნხენის “ბაიერნის” დატოვებას გეგმავდა, თუმცა როგორც ჩანს გუნდმა ფეხბურთელის შენარჩუნება გარკვეული დროის განმავლობაში მოახერხა. ამჟამინდელი მოცემულობის თანახმად ალაბას მიმდინარე სეზონის დასასრულს “რეკორდმაისტერთან” კონტრაქტი ეწურება და სავარაუდოდ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. გერმანული მედიაგამოცემა BILD-ის ცნობით “ბაიერნმა” ალაბას შემცვლელი უკვე შეარჩია, […]