დავიდ დე ხეამ მანჩესტერ იუნაიტედი დატოვა
დავიდ დე ხეამ, რომელსაც ,,მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა, გუნდიდან წასვლის შესახებ განაცხადა: ,,ეს მანჩესტერ იუნაიტედის ყველა გულშემატკივრისთვის ჩემი გამოსამშვიდობებელი გზავნილია. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ სიყვარულისთვის, რომელსაც 12 წლის განმავლობაში გამოხატავდით. მას შემდეგ, რაც ძვირფასმა სერ ალექსმა ამ კლუბში მომიყვანა, ერთად ბევრს მივაღწიეთ. ეს ჩემს კარიერაში დაუვიწყარი და წარმატებული პერიოდი იყო. არ მეგონა, რომ […]
მანჩესტერ იუნაიტედი ანდრე ონანას დამატებას გეგმავს
სპორტული მედიაში გავრცელებული ინფორმაციის, თანახმად “მანჩესტერ იუნაიტედი” ონანასთან დაკავშირებით პირველი ოფიციალურ შეთავაზებას დღეს გააკეთებს. ამ ეტაპზე ერიკ ტენ ჰაგისთვის “ინტერის” კარის დარაჯი მთავარ სამიზნეს წარმოადგენს. მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანელები ონანას 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევიან. “ინტერის” წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ შემოთავაზება მათი მოთხოვნების შესაბამისი იქნება. აღსანიშნავია, რომ ერიკ ტენ ჰაგს კამერუნელ მეკარესთან […]
დე ხეამ პრემიერ ლიგის ოქროს ხელთათმანი მოიგო
ინგლისის პრემიერ ლიგის 36-ე ტურის შეხვედრაში, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ვულვზის” დაპირისპირება შედგა. ლეგენდარულ “ოლდ ტრაფორდზე” გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. დავიდ დე ხეამ საკუთარი კარის მშრალად შენახვა მე-16 შეხვედრაში შეძლო, რის შედეგადაც პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი “ქლინ შითი” დააგროვა. ესპანელმა კარის დარაჯმა საუკეთესო მეკარის ტიტული და ოქროს ხელთათმანი მოიპოვა.
დე ხეას შეცდომა და ენ ნესირის დუბლი | VIDEO
55 კაციანი შემადგენლობა – დე ხეა მსოფლიო ჩემპიონატზე არ წაიყვანეს
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა – ლუის ენრიკემ, “მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარე – დავიდ დე ხეა, 2022 წლის ყატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადს მიღმა დატოვა. ლუის ენრიკემ მსოფლიო ჩემპიონატისთვის 55 კაციანი წინასწარი შემადგენლობა დაასახელა, საიდანაც მსოფლიო ჩემპიონატისთვის 26 ფეხბურთელი შეირჩევა. მიუხედავად ფართო შემადგენლობისა, როგორც ჩანს ეროვნულ ნაკრებში დე ხეასთვის ადგილი არ მოიძებნა. AS-ს ცნობით ენრიკემ 55-კაციან სიაში […]
ესპანური და ინგლისური გამოცემები 16-17 აგვისტოს აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი შესაძლოა “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგდეს. “აქტიურად საქმეში არ გვიხილავს, მაგრამ დამაჯერებლად ითამაშა” – როგორ ეხმაურება ესპანური პრესა მამარდაშვილის თამაშს მნიშვნელოვანია, რომ 21 წლის ქართველი მეკარის დამატება “წითელ ეშმაკებს” მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასაწყისშიც სურდათ, თუმცა “ვალენსიამ” ტალანტის შენარჩუნება და […]
“გუდისონ პარკზე” ევერტონთან მარცხის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუმ ემოციების შეკავება ვერ შეძლო და გულშემატკივარის სმარტფონი დაამტვრია. ინციდენტის შემდეგ, სოციალურ ქსელში, პორტუგალიელმა პოსტი განათავსა, სადაც მომხდარის გამო მოიბოდიშა და გულშემატკივარი ოლდ ტრაფორდზე პირადად დაპატიჟა. გამარჯვებას მიჩვეული პორტუგალიელი “მანჩესტერში” წარმატებას ვეღარ აღწევს და ფაქტია, რომ ეს ყოველივე მის ემოციურ მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახა. ვიდეოში ნაწილობრივ ჩანს, რომ გასახდელისკენ მიმავალმა […]
დავიდ დე ხეას რეკორდი – ესპანელი მეკარე მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში შევიდა
“მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარემ დავიდ დე ხეამ ინგლისის პრემიერ ლიგის გადადებულ, მე-18 ტურის მატჩში “ბრაიტონის” წინააღმდეგ (2:0) კარის მშრალად შენახვა მოახერხა. აღნიშნული შეხვედრა ესპანელი მეკარისთვის ისტორიული გამოდგა, რადგანაც იგი ამ დღიდან “წითელი ეშმაკების” ისტორიაში, თავის პოზიციაზე, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით საუკეთესო გახდა. საქმე ისაა, რომ იმ შეხვედრების რაოდენობით, რომელშიც 31 წლის კარის დარაჯმა გოლი არ გაუშვა, ყველა დროის […]
2022 წლის მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალანზღაურებადი ფეხბურთელი
The Daily Star-მა თანახმად, მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის განახლებული სია გამოაქვეყნა, რომელშიც 2022 წლის მონაცემებით სუპერვარსკვლავების ხელფასებია დათვლილი. საინტერესოა, რომ ამ ნუსხაში მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და 5 ოქროს ბურთის მფლობელი, კრიშტიანუ რონალდუ მეექვსე პოზიციამდე დაქვეითდა, ხოლო ჩამონათვალს ლიონელ მესი ლიდერობს. კონკრეტულად, საუკეთესო ათეული ყოველკვირეული ანაზღაურების მიხედვით ასე გამოიყურება: 10. დავიდ დე […]
დე ხეას ორი საოცარი სეივი ნორვიჩთან მატჩში | VIDEO
“5 წელია პენალტი არ აუღია…” – მანჩესტერის ფანები დავიდ დე ხეას წინააღმდეგ
26 მაისს ევროპა ლიგის ფინალში “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ვილიარეალის” დაპირისპირების გამარჯვებული და ტიტულის მფლობელი პენალტების სერიის შედეგად გამოვლინდა. პენალტების სერია, ესპანელების გამარჯვებით, თუმცა უჩვეულო ანგარიშით – 11:10 დასრულდა, სადაც გარდამტეხი როლი დე ხეას მიერ გაცუდებულმა 11-მეტრიანმა შეასრულა. გულშემატკივრები დე ხეას გაცუდებულ პენალტთან ერთად უმთავრეს პრეტენზიას უყენებენ, მან 11-დან 11-ვე პენალტი გაუშვა, ოპონენტების მეკარის ჩათვლით ვერცერთი […]
ბუფონი, კასილასი და სხვები – 21-ე საუკუნის ტოპ 20 მეკარე გამოვლინდა
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ, IFFHS-მა 21-ე საუკუნის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების რეიტინგი გამოაქვეყნა. 2001-დან 2020 წლამდე საუკეთესო გოლკიპერად ტურინის “იუვენტუსის” კარის დარაჯი ჯანლუიჯი ბუფონი დასახელდა, რომელმაც უკან მადრიდის “რეალის” და “პორტუს” ყოფილი მეკარე იკერ კასილასი მოიტოვა. სამეული “ჩელსის” და “არსენალის” ვეტერანმა მეკარემ პეტრ ჩეხმა დახურა. საუკეთესო ხუთეულში ასევე მანუელ ნოიერი და ტიბო კურტუა მოხვდნენ. […]