ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი დავიდ ვილია 40 წლის გახდა. ვილია როგორც ევროპული, ასევე მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა, რასაც მისი შედეგები და ტიტულები ცხადყოფს. ესპანელმა თავდამსხმელმა კარიერის დიდი ნაწილი ლა ლიგაში გაატარა, ითამაშა ისეთ კლუბებში როგორებიცაა: “ვალენსია”, “ბარსელონა” და “ატლეტიკო”, ასევე “სპორტინგ ხიხონი” და “სარაგოსა”. კარიერის ბოლოს MLS-ში გადაინაცვლა, სადაც თავდაპირველად “ნიუ იორკ სიტის” ღირსებას იცავდა, […]