მესის და რონალდუს შემდეგ – FIFA-ს გარეკანზე კილიან მბაპე მოხვდა
EA Sports-მა FIFA 21-ს გარეკანის ოფიციალური ფოტო წარადგინა. ყველაზე პოპულარული საფეხბურთო ვიდეო-თამაშის ახალ ვერსიას “პსჟ-ს” და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი კილიან მბაპე დაამშვენებს. ახალგაზრდა ნიჭიერი თავდამსხმელისთვის ეს დიდი აღიარებაა, რადგან აქამდე FIFA-ს სხვადასხვა ვერსიების გარეკანზე ისეთი ფეხბურთელები მოხვედრილან, როგორებიც დავიდ ჟინოლა, დევიდ ბექჰემი, დენის ბერგკამპი, პოლ სქოულზი, რობერტო კარლოსი, რაიან გიგზი, ტიერი ანრი, ალესანდრო დელ პიერო, რონალდინიო, […]
ვის გააქვს ყველაზე მეტი შორეული გოლი პრემიერ ლიგაში?
ინგლისის პრემიერ ლიგის ფეხბურთელებს შორის, რომლებსაც საჯარიმოს გარედან გატანილი გოლების საუკეთესო პროცენტული მაჩვენებელი აქვთ – პედრო მენდესი ლიდერობს. აღსანიშნავია რომ პედრო მენდესს პრემიერ ლიგაში 6 გოლი აქვს გატანილი – მენდესმა ექვსივე გოლი საჯარიმოს გარედან გაიტანა და 100%-იანი შედეგი დააფიქსირა. ამ მაჩვენებლით პორტუგალიელი ნახევარმცველი ისეთ გამორჩეულ ფეხბურთელებს უსწრებს, როგორიცაა ხაბი ალონსო და დავიდ ჟინოლა.