დავით ხოჭოლავას კოპენჰაგენი დანიის ჩემპიონი გახდა
დანიის სუპერლიგის ბოლოსწინა, 31-ე ტურში, დავით ხოჭოლავას ,,კოპენჰაგენმა” ,,ვიბორგი” 2:1 დაამარცხა. ბოლო ტურის წინ დედაქალაქური გუნდი მეორეადგილოსან ,,ნორდსიელანდს” 4 ქულით გაექცა და ჩემპიონობა ოფიციალურად გაიფორმა. თავად ქართველ მცველს დღევანდელ მატჩში ტრავმის გამო არ უთამაშია (ხოჭოლავამ რამდენიმე კვირის წინ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა). ხოჭოლავამ სუპერლიგაში წელს 16 შეხვედრა ჩაატარა. ,,კოპენჰაგენი” დანიის ჩემპიონატის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი […]
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და “კოპენჰაგენის” ცენტრალური მცველი – დავით ხოჭოლავა, “კოპენჰაგენს” ტრავმის გამო ვერ ეხმარება. ტრავმის მიუხედავად, ხოჭოლავამ თანაგუნდელების გამხნევება ფანების ტრიბუნიდან სცადა. geo_team-ის Instagram გვერდზე განთავსდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ტრავმირებული დავით ხოჭოლავა ქომაგთა ტრიბუნიდან “კოპენჰაგენს” ფანებთან ერთად გულშემატკივრობს. დანიის თასის მოგების შემდეგ, “კოპენჰაგენს” ქვეყნის ჩემპიონობამდე მხოლოდ 2 მოგება აშორებს. View this post […]
დავით ხოჭოლავას კოპენჰაგენმა დანიის თასი მოიგო
დანიის თასის ფინალურ შეხვედრაში დავით ხოჭოლავას ,,კოპენჰაგენმა” ,,ოლბორგი” 1:0 დაამარცხა. თავად ქართველ მცველს დღევანდელ მატჩში ტრავმის გამო არ უთამაშია (ხოჭოლავამ რამდენიმე კვირის წინ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა). ხოჭოლავამ დანიის თასზე წელს სამი შეხვედრა ჩაატარა და 1/16-ფინალში ,,ჰობროსთან” ერთი გოლის გატანაც შეძლო. ,,კოპენჰაგენი” დანიის თასის გამარჯვებული ისტორიაში მეცხრედ გახდა, რითაც ,,ორჰუსს” გაუთანაბრდა.
კოპენჰაგენი: დავით ხოჭოლავამ კოჭის ტრავმა მიიღო
დანიური “კოპენჰაგენის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, დავით ხოჭოლავას შესახებ ინფორმაცია გაავრცელა და დაწერა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა კოჭის ტრავმა მიიღო. დანიის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი 6 აპრილს ქვეყნის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე მეორე ლიგის წარმომადგენელ “ველიეს” დაუპირისპირდება, სამატჩო 21 ფეხბურთელით დაკომპლექტებულ სიაში კი 30 წლის ქართველი ფეხბურთელი ვერ მოხვდა. ამის მიზეზი კლუბის ცნობით კოჭის ტრავმაა, რომელიც ფეხბურთელმა […]
დავით ხოჭოლავა ვიბორგთან მატჩში კოპენჰაგენის ძირითად შემადგენლობაშია
დანიის სუპერლიგის 22-ე ტურში ,,კოპენჰაგენი” ,,ვიბორგს” უმასპინძლებს. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი – დავით ხოჭოლავა. თუმცა, საინტერესოა, რომ გუშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ხოჭოლავას მუხლის ტრავმა ჰქონდა და მის ნაცვლად, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, გუნდში ბათუმის „დინამოს“ მცველი, მამუკა კობახიძე გამოიძახა. საქართველოს ეროვნული ნაკრები მარტში ორ მატჩს ჩაატარებს. […]
დავით ხოჭოლავას გაძევება სევილიასთან | VIDEO
დავით ხოჭოლავას ავტოგოლი სიტისთან | VIDEO
დავით ხოჭოლავა ეტიჰადზე სასტარტოდან დაიწყებს
დღეს “კოპენჰაგენი” ჩემპიონთა ლიგაზე მორიგ შეხვედრას გამართავს. ამჯერად მათი მეტოქე დაუმარცხებელი “მანჩესტერი სიტი” იქნება. რამდენიმე წუთის წინ, დანიური კლუბის ოფიციალურმა გვერდმა სასტარტო თერთმეტეული გამოაქვეყნა, სადაც დავით ხოჭოლავას სახელსაც ამოვიკითხავთ. აღნიშნულ შეხვედრას მანჩესტერი, კერძოდ კი “ეტიჰად სთეიდიუმი” უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
გიორგი მამარდაშვილი საქართველოს 2021/22 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
საქართველოს 2021/22 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი დასახელდა. ყოველწლიური ტრადიციული დაჯილდოება, რომელიც გაზეთ “სარბიელის” თაოსნობით ტარდება და რომელშიც ქართული სპორტული მედიის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას, ამჯერად 75 ჟურნალისტის გამოკითხვით შედგა და საბოლოო ჯამში, სამეული შემდეგნაირად დაკომპლექტდა: | ადგილი: გიორგი მამარდაშვილი – 163 ქულა || ადგილი: ხვიჩა კვარაცხელია – 153 ქულა ||| ადგილი: საბა ლობჟანიძე – […]
ხოჭოლავა სევილიას წინააღმდეგ ძირითადში იქნება
დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის შეხვედრები გაიმართება. 23:00 საათზე G ჯგუფში “კოპენჰაგენი” და “სევილია” დაუპირისპირდებიან ერთანეთს. დანიურმა კლუბმა ძირითადი შემადგენლობა რამდენიმე წუთის წინ დაასახელა და ქართველი ფეხბურთელი სასტარტო თერთმეტეულშიც მოხვდა. შეგახსენებთ, რომ დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიაც ითამაშებს. “ნაპოლი” გასვლაზე შოტლანდიურ “რეინჯერსს” დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრაც, ასევე, 23:00 საათზე დაიწყება.
დავით ხოჭოლავა დორტმუნდის წინააღმდეგ ძირითადში იქნება
დღეს ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი აიღებს სტარტს. დღევანდელ სათამაშო დღეს 8 მატჩი გაიმართება. აქედან ერთ-ერთში კი ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ დათი “კოპენჰაგენის” ძირითად შემადგენლობაში მოხვდა. დანიური კლუბი გერმანულ “დორტმუნდს” გასვლაზე დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 20:45 წუთზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს. მისი შეხვედრა […]
ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩს ლივერპულთან გამართავს
უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის კალენდარი გამოაქვეყნა. ხვიჩა კვარაცხელიას ,,ნაპოლი” პირველ ტურში ,,ლივერპულს” უმასპინძლებს, მატჩი 7 სექტემბერსაა ჩანიშნული. ნეაპოლელები ჯგუფის ბოლო შეხვედრას პირველ ნოემბერს ,,მერსისაიდელებთან” სტუმრად ჩაატარებენ. ,,კოპენჰაგენი” კი, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა თამაშობს, 6 სექტემბერს, პირველ მატჩში, ,,დორტმუნდს” ესტუმრება. ნაპოლის განრიგი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე: ნაპოლი – ლივერპული […]