ხოჭოლავა შახტარს ემოციურად დაემშვიდობა | VIDEO
ოფიციალურად: ხოჭოლავა კოპენჰაგენის ფეხბურთელია
საქართელოს ნაკრების ფეხბურთელი, დავით ხოჭოლავა კარიერას “შახტარიდან” “კოპენჰაგენში” გააგრძელებს. 28 წლის ცენტრალურმა მცველმა დანიის ყველაზე ტიტულოვან კლუბთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხოჭოლავა უკრაინულ გუნდში 2017 წლიდან თამაშობდა. ის დონეცკელებს “ჩერნომორეციდან” შეუერთდა. დავითმა “შახტარის” მაისურით 83 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელი უკრაინის ჩემპიონი სამჯერ გახდა, ქვეყნის თასის მოგება კი ორჯერ მოახერხა. გარდა ამისა, […]
დავით ხოჭოლავა კარიერას დანიის ყველაზე ტიტულოვან კლუბში გააგრძელებს
დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, დავით ხოჭოლავა კარიერას დანიის ყველაზე ტიტულოვან კლუბში გააგრძელებს. დონეცკის “შახტარის” უკანახაზელი დედაქალაქურ “კოპენჰაგენს” შეუერთდება. ამის შესახებ ინფორმაციას დანიური მედია ავრცელებს. bold.dk-ის ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გუნდს უახლოეს პერიოდში შეუერთდება. “დინამო თბილისის”, “საბურთალოს”, რუსთავის “მეტალურგის”, ფოთის “კოლხეთის”, ქობულეთის “შუქურას” და “ჩერნომორეცის” ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში […]
დავით ხოჭოლავა: “რუმინეთთან ოფიციალური მატჩი ვითამაშეთ, 90 წუთი ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ”
საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის გამართული ამხანაგური შეხვედრის შემდეგ, რომელშიც “ჯვაროსნებმა” მეტოქე – 2:1 დაამარცხეს, ეროვნული გუნდის ცენტრალურმა მცველმა, დავით ხოჭოლავამ მატჩი შეაფასა. “შეკრების დაწყებიდანვე არ გვოქნდა იმის შეგრძნება, რომ ამხანაგური მატჩებისთვის ვემზადებოდით. იმიტომ, რომ ახალი მწვრთნელი გვყავს, რომელმაც ახალი იდეები შემოგვთავაზა. რუმინეთის წინააღმდეგ, ოფიციალური მატჩივით ვითამაშეთ, 90 ვიბრძოლეთ და რაც მთავარია გავიმარჯვეთ“, – თქვა […]
რუმინეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2 ივნისს, რუმინეთში, ქალაქ პლოიეშტში ილიე ოანას სტადიონზე, რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ამხანაგურ შეხვედრაში “ჯვაროსნების” ძირითადი შემადგენლობა ცნობილია. საინტერესოა, რომ ეროვნული გუნდის სასტარტო თერთმეტეულში დებიუტანტია, ლაზარე კუპატაძე და . საქართველოს ნაკრები: ლაზარე კუპატაძე – გრიგოლ ჩაბრაძე, დავით ხოჭოლავა, სოლომონ კვირკველია, ირაკლი აზაროვი – ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია, ლევან შენგელია, თორნიკე ოქრიაშვილი (კ) , მურთაზ დაუშვილი […]
2016 წლის შემდეგ პირველად, დონეცკის “შახტარმა” უკრაინის ჩემპიონატის მოგება ვერ მოახერხა და ტიტულს სწორედ ამ გუნდის ყოფილი მწვრთნელი, მირჩა ლუჩესკუ ახალ კლუბთან, კიევის “დინამოსთან” ერთად დაეუფლა. ამ ფაქტის შემდეგ, დონეცკელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუის კასტროს მუშაობის მიმართ კითხვის ნიშნები გაჩნდა. უკრაინულ პრესაში იწერება, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, პორტუგალიელი სპცეიალისტი დაკავებულ თანამდებობას დატოვებს და მისი სავარაუდო შემცვლელთა გვარებიც […]
თბილისში მიქაუტაძის თამაშის ხილვა გადაიდო – საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი დანაკლისი
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრის წინ, საკადრო პრობლემა შეექმნათ. ესპანეთის ნაკრებთან, “დინამო არენაზე” გასამართ მატჩამდე, ვილი სანიოლის გუნდს ახალწვეული, გიორგი მიქაუტაძე გამოაკლდა. ინფორმაციას ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს და წერს, რომ ეროვნული გუნდის ახალწვეულმა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა სულ რამდენიმე დღის წინ მიიღო, დარჩენილ შეხვედრებში, ნაკრებს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება. “ჯვაროსნებს” მარტის […]
საქართველოს ნაკრებს კორონავირუსის გამო ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტო მატჩში მონაწილეობის მისაღებად შვედეთში გაემგზავრა. ვილი სანიოლის გუნდმა სტოკჰოლმში წასვლამდე ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე დილის ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. მათ შორის, ეროვნული ნაკრების ყველა დებიუტანტი, რომელიც ფრანგმა სპეციალისტმა საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის გამოიძახა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შესარჩევი ეტაპის პირველ სამ […]
სანიოლის პირველი ვარჯიში – საქართველოს ნაკრებმა მზადება დაიწყო
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა დღეს არასრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა. ს.კ.ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე საწვრთნელ პროცესში 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ვილი სანიოლმა ეროვნული ნაკრების 25 კაციანი შემადგენლობა გასულ კვირას დაასახელა, კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის ბოლო ტურში მიღებული ტრავმის გამო ნაკრებს თორნიკე ოქრიაშვილი გამოაკლდა და […]
ევროპის ლიგა: ყველა მერვედფინალისტი ცნობილია
24-25 თებერვალს ევროპის ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის შეხვედრები გაიმართა და შემდეგ ეტაპზე გასული გუნდებიც ცნობილი გახდა. 16 საუკეთესო გუნდს შორის ადგილი სამმა ინგლისურმა, ორმა იტალიურმა, ორმა ესპანურმა, ორმა უკრაინულმა და თითო-თითო ნორვეგიულმა, ნიდერლანდურმა, შოტლანდიურმა, შვეიცარიულმა, ხორვატულმა, ბერძნულმა და ჩეხურმა კლუბმა მოიპოვა. ევროპის ლიგის 2020/21 წლების სეზონის მერვედფინალში შემდეგი გუნდები ითამაშებენ: ლონდონის “ტოტენჰემი” ამსტერდამის “აიაქსი” ლონდონის “არსენალი” “მიოლდე“ […]
დავით ხოჭოლავას დონეცკის შახტარი ევროპის ლიგის 1/8-ფინალში გავიდა
ევროპის ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში დონეცკის “შახტარმა” თელ ავივის მაკაბის” კიევში უმასპინძლა და – 1:0 დაამარცხა. ორი მატჩის ჯამში, უკრაინულმა კლუბმა ებრაულს სამი უპასუხო გოლი გაუტანა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. მატჩში მონაწილეობა არ მიუღია საქართველოს ნაკრების ცენტრალურ მცველს დავით ხოჭოლავას, რომელიც სათადარიგოთა სკამზე იყო. ევროპის ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა 26 თებერვალს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში […]
‘მისი დონე გუნდისას ჩამოუვარდება’ – ხოჭოლავამ შესაძლოა შახტარი დატოვოს
უკრაინული მედია იმ ხუთი ფეხბურთელის სიას აქვეყნებს, რომელმაც შესაძლოა დონეცკის “შახტარი” ახლო მომავალში დატოვოს. გასაკვირია, თუმცა, მოკლე ნუსხაში საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავაც მოხვდა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის საუკეთესო კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა. “რა თქმა უნდა ქართველი ფეხბურთელის ამ სიაში ნახვა ბევრს გაუკვირდება. უფრო მეტიც, არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, […]