მძიმე მდგომარეობაში მყოფი “კლივლენდის”, “ბოსტონისა” და “დალასის” ყოფილი მოთამაშე ხალხისგან დახმარებას დალასის ქუჩებში ითხოვდა. NBA-ს ვეტერანი კალათბურთელი, რომელმაც კარიერის განმავლობაში 19 მილიონი დოლარი გამოიმუშავა სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. დელონტე უესტმა ფსიქიკური პრობლემების გამო, რომელსაც ნარკოდამოკიდებულება და მეუღლესთან განშორებაც დაემატა ყველაფერი დაკარგა. უსახლკაროდ დარჩენილი კალათბურთელის ფოტოები სოციალურ ქსელებში გავრცელდა. სოციალურ ქსელებში ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ, დელონტე უესტის დახმარება […]