ინგლისის პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზისთვის მებრძოლ ფეხბურთელთა მოკლე სია გამოაქვეყნა. ნომინანტთა შვიდეულში მოხვდნენ: ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, სადიო მანე, ჯორდან ჰენდერსონი, (ყველა “ლივერპული”), კევინ დე ბრუინი (“მანჩესტერ სიტი”), დენი ინგსი (“საუთჰემპტონი“), ნიკ პოუპი (“ბარნლი“), ჯეიმი ვარდი (“ლესტერი”). “ლივერპულის” მარჯვენა მცველმა დასრულებულ სეზონში 13 საგოლე გადაცემა გააკეთა და ეს გათამაშებაში მეორე საუკეთესო შედეგი […]