ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის, ზედიზედ 2-გზის MVP-ი, ნიკოლა იოკიჩი ევრობასკეტზე იასპარეზებს. აღნიშნულ ინფორმაციას, სერბეთის კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, იოკიჩი სერბეთის ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს, უახლოეს პერიოდში შეუერთდება და გუნდთან ერთად ევრობასკეტისათვის მოემზადება. FIBA-სა და NBA-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, იოკიჩი სერბეთს პირველივე შესაძლებლობის დროს შეუერთდება. “რა თქმა უნდა, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მოთამაშეებს, […]